ცნობილი ქართველი მეცნიერი, ჭიპლარის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი
“რამდენიმე მოსაზრება მინდა დავწერო კორონავირუსთან დაკავშირებით და ეს საკითხი სხვა კუთხით განვიხილო. არ მაქვს ექსპერტობის პრეტენზია, ასე ვხედავ მოვლენებს და გიზიარებთ.
პირველ რიგში, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპაში ყველაზე ლამაზ და ლაღ ქვეყნებში, სადაც სიცოცხლე ალბათ ყველაზე მეტად გიხარია, და რომლებიც ბევრი რამით ჩვენ გვგვანან, თუნდაც დისციპლინის და წესრიგისადმი ოდნავ მსუბუქი დამოკიდებულებით, თუმცა უდიდესი კულტურითა და ისტორიით
ახლა კი ჩემი აზრი იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ზოგადად კორონავირუსისადმი ასეთი მოუმზადებლობა მსოფლიოში, რამაც საბოლოოდ მსოფლიო ლამის სრულ დამბლამდე მიიყვანა და კიდევ რა მოვლენები გველის და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით.
ახლა დავითვალოთ სარსის გამოჩენის შემდგომ პერიოდში რამდენი ტრილიონი დოლარი დაიხარჯა თუნდაც ავღანეთში დემოკრატიის განვითარებისათვის და შედეგად ეს ქვეყანა ისევ იქაა, სადაც 2000 წელს და ალბათ მალე ტალიბანი დაიბრუნებს თავის მმართველობას, დავითვალოთ ერაყის ომის ხარჯებიც, ისიც, რამდენი რამდენი დაიხარჯა სირიის ომის მოსაგებად რუსეთის მხრიდან, ირანმაც რამდენი დახარჯა ატომური ბომბი რომ ჰქონოდა და ახლო აღმოსავლეთში ჯარები ეგზავნა, ახლა კი პირბადეები არ აქვს, აღარაფერს ვამბობ იმ ტრილიონებზე, რაც მსოფლიოს დიქტატორების და მილიარდერების ანგარიშებზე დაგროვდა და გაქრა ოფშორებში. რამდენი ტრილიონი იშოვა ეპლმა და მაიკროსოფტმა და ა.შ? ამათგან მხოლოდ ბილ გეიტსის ფონდი აკეთებს საქმეს საშიშ ინფექციებთან საბრძოლველად. მე პირადად არც ეპლის ფონდის და არც ბოინგის ან მერსედესის ფონდის შესახებ არაფერი მსმენია, რომ ამ მიმართულებით რამეში ცენტი დაეხარჯათ. მასკი საერთოდ მარზე მიფრინავს და კორონა არ ადარდებს. არაფერს ვამბობ რუსეთის , მსოფლიოს რესურსებით უმდიდრეს ქვეყნის ნულოვან წილზე მოწინავე ბიოტექნოლოგიების და ფარმაციის განვითარებაში.
მსოფლიო რომ იმას იმკის, რაც დათესა, ამაზე ეს ციფრებიც მიუთითებს: გადავხედოთ, რა ხელფასები აქვს ფეხბურთელებს და ზოგადად სპორტსმენებს წელიწადში. მესის 110 მილიონი დოლარი აქვს ხელფასი, რონალდუს 108 მილიონი , ფორმულა ერთის პილოტ ლუის ჰამილტონს 40 მილიონი ფუნტი წელიწადში, ბოქსიორების 36 წუთიან ბრძოლაში, წაგების შემთხვევაშიც კი ათეული მილიონი დოლარის ჰონორარს იღებენ, მეივეზერმა კი 275 მილიონი დოლარი იშოვა.
ახლა შევადაროთ ეს თანხები ყველაზე დიდი მეცნიერების პრიზს – ნობელის პრემიას. ადამიანმა 40 წელი უნდა შესწიროს მეცნიერებას, ყველაზე ნათელმა ტვინებმა იკვლიონ საკითხი, რომელსაც უდიდესი როლი მიენიჭება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში და 80 წლის ასაკში ეძლევა რაღაც შანსი, თუ იცოცხლა მანამდე, მიიღოს 1 მილიონი დოლარი, რომელიც სამ მის სხვა კოლეგაზეც გადანაწილდება.
მეცნიერებაში ჩადებული თანხებიც შეადარეთ სპორტში დაბანდებულ თანხებს. და ძალიან გასაკვირია მერე, რომ კორონავირუსს ასე მოუმზადებელი შეხვდა მსოფლიო?
მჯერა, უფრო მეტად კი იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს მამებს ეს დღევანდელი და ხვალინდელი კრიზისი, რომელიც მსოფლიოს ამდენ სიცოცხლედ უჯდება, ბიზნესმენებს კი ასეულ მილიარდ დოლარად, დააფიქრებს ამ ყველაფერზე, გამოაღვიძებს და ძირეულად შეაცვლევინებს მიდგომებს და ბიუროკრატიულ რეგულაციებს.
კომენტარები