NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნინო ქადაგიძის კანდიდატურის მხარდაჭერა არის წარსულთან ზავი და მოგიწოდებთ, რომ გადადოთ ეს საკითხი, არ დაუჭიროთ მხარი

ნინო ქადაგიძის კანდიდატურის მხარდაჭერა არის წარსულთან ზავი და მოგიწოდებთ, რომ გადადოთ ეს საკითხი, არ დაუჭიროთ მხარი

17 მარ 2020 პოლიტიკა 308 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნინო ქადაგიძის კანდიდატურის მხარდაჭერა არის წარსულთან ზავი და მე მოგიწოდებთ, რომ გადადოთ ეს საკითხი, არ დაუჭიროთ მხარი და არ უყაროთ კენჭი ამ კანდიდატურას, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბესელიას თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურის განხილვა ნაჩქარევად და პროცედურების დარღვევით მოხდა.

“ძალიან მნიშვნელოვანია თემა, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას. არ შეიძლება რეგლამენტი დაარღვიო და არ შეიძლება ნაჩქარევად განიხილო ისეთი საკითხი, რომელზეც დამოკიდებულია სახელისუფლებო ერთი დიდი შტოს რეპუტაცია, მისი ავტორიტეტი, სახელმწიფოს მდგრადობა და უსაფრთხოების თემა. გუშინ იურიდიულმა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, გუშინვე განიხილა და თითქოს, რაღაც შეისწავლა, დაასკვნა და დღეს, სესიის დაწყებამდე კომიტეტზე იხილება ნაჩქარევი მოსმენა, მაშინ როდესაც რეგლამენტი კრძალავს ასეთი საკითხის განხილვას ასეთი პროცედურით სასესიო კვირაში. ეს არის ამ დღეებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა კანონის დაუცველად და რეგლამენტის დარღვევით. ამას არაფერი გამართლება არ აქვს იმიტომ, რომ ფორსმაჟორში არ იმყოფება დღეს სასამართლო. წელიწადზე მეტია სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს სხვა. არავითარი კოლაფსი ახლა სასამართლოს არ აქვს და სწორედ ასეთი ნაჩქარევი და მოუმზადებელი გადაწყვეტილებების გამო ყველაზე კრიტიკული იყო ის შეფასებები, რომელიც ამ პროცესის გამო მიიღო საქართველომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. გარდა იმისა, რომ ის ნაჩქარევია, ამავე დროს გასათვალისწინებელია საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია, რომ ახალმა პარლამენტმა და ახალმა იუსტიციის საბჭომ განახორციელოს ეს პროცედურა, რომელსაც ექნება მეტი ნდობა და მეტი მხარდაჭერა“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც მან აღნიშნა, ნინო ქადაგიძე ძალადობრივი სისტემის წარმომადგენელია.

„მიუხედავად იმისა, რომ პერსონალურად არ მინდა დავახასიათო წარმოდგენილი კანდიდატურა, ის განასახიერებს წარსულს და იმ ძალადობრივი სისტემის წარმომადგენელია სასამართლო სისტემაში, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა და მასთან საბრძოლველად იდეა შექმნა და ამ იდეით მოვიდა“, – განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის კანდიდატურას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით, ნინო ქადაგიძის კანდიდატურა უზენაესი სასამართლო თავმჯდომარის მოთხოვნებს შეესაბამება.

კომენტარები

2020-03-17
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მთავრობის რეკომენდაციები უნდა გახდეს სავალდებულო და მათი აღსრულება აუცილებელია

შემდეგი სტატია

Don’t Buy Entry Essay Help – To Get Profitable Resume Suggestions Rather

მსგავსი სტატიები

ვითარება დავით გარეჯში – აზერბაიჯანთან საზღვრის დასადგენად დემარკაციის ახალი კომისია უახლოეს პერიოდში დაკომპლექტდება

სოსო ელისაშვილი 03 მაი 2019
ბრაზილიაში ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა გაიმართა  

ბრაზილიაში ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენა გაიმართა  

26 მაი 2018
აიძულა მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილმა რომ დაეტოვებინა ბანკი

აიძულა მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილმა რომ დაეტოვებინა ბანკი

21 თებ 2019

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge