NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შეიცვლება თუ არა მრევლისთვის ზიარების ჭურჭელი კორონავირუსის გამო

შეიცვლება თუ არა მრევლისთვის ზიარების ჭურჭელი კორონავირუსის გამო

16 მარ 2020 პოლიტიკა 773 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მრევლს ამბიონიდან სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

დღეს მოსაყდრის პირველი ზიარება იყო, რის შემდეგაც მრევლმა სიტკბოების მისაღებად ერთჯერადი ჭიქა გამოიყენა.

გადაწყვეტილება საპატრიარქომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ უსაფრთხოების მიზნით მიიღო. პარალელურად, კათოლიკოს-პატრიარქი მოსახლეობას დღეში სამჯერ ლოცვისკენ მოუწოდებს.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ყოველ კვირა დღეს, 12 საათზე ტაძრებში ზარების რეკვა დაიწყება, რა დროსაც ლოცვები უნდა შესრულდეს. სამშაბათს კი, სასულიერო პირები დედაქალაქის ქუჩებს ნაკურთხ წყალს აპკურებენ.

კორონავირუსის გამო მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ზიარების შემდეგ ერთჯერადი ჭიქებით სიტკბოების მიღებას გულისხმობს, მიუღებელი აღმოჩნდა მეუფე გრიგოლისთვის. ფოთის მიტროპოლიტი საგანგებო და რიგგარეშე სინოდის სხდომის დანიშვნას ითხოვს.

მისი თქმით, საპატრიარქოს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიეღო, რაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირები საკითხს განიხილავდნენ.

როგორც ეპისკოპოსი ამბობს, გადაწყვეტილების შესახებ გავრცელებული განცხადება კითხვის ნიშნებს აჩენს და ხვალ ეპარქიაში სასულიერო პირებთან შეხვედრას და პრობლემის განხილვას გეგმავს.

მეუფე გრიგოლისგან განსხვავებით, საპატრიარქოში მიღებული გადაწყვეტილება მისაღებია სხვა ეპარქიებში.

ზიარების შემდგომი წესი ქვეყნის მასშტაბით ყველა ეპარქიაში შეიცვალა. სასულიერო პირები ამბობენ, რომ დღეიდან ყველა ტაძარში ზიარების შემდეგი წესი ახალი რეკომენდაციით შესრულდება, თუმცა მათთვის ზიარების წესის შეცვლა და ერთჯერადი კოვზებით სარგებლობა მიუღებელია.

ამასთან, ყველა ეპარქია მრევლს ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სამების საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სამუშაოებს მსახურებისა და წირვა-ლოცვის ჩატარებისთვის ხელი არ შეუშლია. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარებს სხვა ეპარქიებსაც მიაწოდებენ.

უნდა გაირკვეს, როგორ ჩატარდება კორონავირუსის პირობებში სააღდგომო ლიტურგიაც, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნდა მიიღოს.

კომენტარები

2020-03-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვმუშაობთ, რომ არ იყოს წყვეტა სურსათის მიწოდებაში და არ მოხდეს სპეკულაციურად ფასების გაზრდა და მომხმარებელი არ დაზარალდეს

შემდეგი სტატია

adjarabet.com-მა ყველა სარეკლამო სივრცე კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს დაუთმო

მსგავსი სტატიები

ლევან იზორია აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდა

ლევან იზორია აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდა

14 ნოე 2017

„ღარიბაშვილის გადაყენებაც ასე დაიწყო“

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018
ირაკლი კობახიძე: სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარესაა“

ირაკლი კობახიძე: სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარესაა“

ნინო ჩხეიძე 02 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge