NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“სინოდს შეუძლია ეკლესიის სახელით ილაპარაკოს”

“სინოდს შეუძლია ეკლესიის სახელით ილაპარაკოს”

15 მარ 2020 საზოგადოება 727 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლს მიაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სინოდის სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს.

,,სინოდს შეუძლია ეკლესიის სახელით ილაპარაკოს და კონკრეტულ პიროვნებებს ამ შემთხვევაში, უფლობამოსილი ვინც არის, ეკლესიის სახელით გამოვიდეს, ეს არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მაგრამ რომელი სამსახურია ამით აღჭურვილი… ამიტომ ვამბობ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან და სიმძაფრიდან გამომდინარე , ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ გვემსჯელა, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრი ასეთია და სურვილიც, რომ მოწვეულ იქნას შეკრება. თუნდაც ამას საგანგებო დაარქვით, რიგითი შეკრება შარშან არ ყოფილა, მხოლოდ იყო საგანგებო შეკრება, რომელმაც მიიღო ეპისკოპოსის განყენების შესახებ დადგენილება. თუნდაც საგანგებოდ მოწვეულ იქნას კონკრეტულ ვითარებაში, მოვიწვიოთ სინოდზე იგივე სპეციალისტები , უშუალოდ მათი ბაგეებიდან მოვისმინოთ ჩვენ და ამის გათვალისწინებით ვიმსჯელოთ, რა შეღავათი შეიძლება დაიშვას და რა არის დაუშვებელად და ყველა სასულიერო პირისთვის ეს იყოს სამოქმედო სახელმძღვანელო პრინციპი“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

,,ძალიან საფრთხილო თემაა. წირვის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ სიტკბოება რაც მიიღო ერთჯერადი ჭიქებით, დავთრგუნდითო, რატომ მოგვცეს ერთჯერადი ჭიქებითო. ასე თუ წავალთ შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ვირუსი კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენ არ ვიცით საერთოდ საღვთო განგებულება რას გვიმზადებს და რა შეიძლება მოხდეს ხვალ. უამრავი ადამიანი გაწყვიტა ჭირმა თბილისში, უამრავი ეპიდემია ყოფილა და იმის შედეგები ზოგი ვიცით, ზოგი არ ვიცით. დღეს, რაკი არავინ არ იცის მისი ბუნება, როგორ იმოქმედებს, მითუმეტეს ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ვიცით ქრისტეს, ეკლესიის ბუნება და ამითი ვხელმძღვანელობთ და ეს არის მთავარი პრინციპი ჩვენთვის სამოქმედო. მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ერთ მოძღვართან ერთ მითითებას მიიღებს, მეორესთან საპირისპიროს, სხვადასხვა ეპარქიაში ან სხვადასხვა ეკლესიაში, სხვადასხვა გადაწყვეტილებები არის ერთი და იგივე პრობლემასთან დაკავშირებით, ეს დამაბნეველი ხდება”,-განაცხადა მეუფემ.

კომენტარები

TOP კორონავისრუსი მიტროპოლიტი სინოდი 2020-03-15
ნინო ჩხეიძე
Tags TOP კორონავისრუსი მიტროპოლიტი სინოდი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

“საქართველოს მთავრობამ, პრემიერის ხელმძღვანელობით, მყისიერი ზომები მიიღო ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით”

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძე:  საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას

მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას

ნინო ჩხეიძე 14 აპრ 2020
თბილისის მერიამ და კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა

თბილისის მერიამ და კახი კალაძემ თბილისის მოსახლეობას მარტის თვის ელექტროენერგიის გადასახადი დაუფარა

ნინო ჩხეიძე 31 მარ 2020
„შოთაძე მწვადებს ვერ შეწვავს ვილაზე, შოთაძე შეჭამს ბალანდას ციხეში“

„შოთაძე მწვადებს ვერ შეწვავს ვილაზე, შოთაძე შეჭამს ბალანდას ციხეში“

31 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge