NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, დააწესოს საგადასახადო შეღავათები, გაატაროს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, შეამციროს ქონების და საშემოსავლო გადასახადები და აქციზი

ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, დააწესოს საგადასახადო შეღავათები, გაატაროს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, შეამციროს ქონების და საშემოსავლო გადასახადები და აქციზი

12 მარ 2020 პოლიტიკა 806 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, კორონავირუსის ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად, სასწრაფოდ დააწესოს საგადასახადო შეღავათები, გააუქმოს ის რეგულაციები, რომელიც ზღუდავს ბიზნესს, გაატაროს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, შეამციროს ქონების და საშემოსავლო გადასახადები, აქციზი, რაც ლარის კურსის დასტაბილურებასა და შესაბამისად, ფასების გაძვირების კონტროლში დაეხმარება ქვეყანას.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აღნიშნავს, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ და პარტია მზადაა მთავრობას, დაინტერესების შემთხვევაში, დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია.
„ყველა ვხედავთ რა ხდება მსოფლიოს ეკონომიკაში. ყველა ვხედავთ რა ხდება საქართველოში, როცა თანმიმდევრულად უფასურდება ლარი, როცა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ტურისტული სექტორი. როცა სასტუმროების ჯავშები 90 პროცენტითაა გაუქმებული. 20 პროცენტზე მეტითაა შემცირებული ავიაგადაზიდვები. უკვე ჩანს ყველა ნიშანი იმის, რომ კორონავირუსის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე იქნება მძიმე. ამ პირობებში საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ლაპარაკითაა დაკავებული და ველოდებით როდის დაგვარტყამს კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი. აუცილებლად მიგვაჩნია პრევენციული ზომები გატარდეს ახალვე, ვიდრე ჯერ კიდევ შეიძლება პროცესის კონტროლი და ზიანის შემცირება. რაც უფრო მალე გადავდგამთ ზიანის შემცირებისთვის ნაბიჯებს, მით უფრო მარტივად გადაიტანს ჩვენი ეკონომიკა კორონავირუსით გამოწვეულ შოკს,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, დღეს არ არის მავნებლური რეგულაციების დრო, შემზღუდველი რეგულაციები უნდა გაუქმდეს და ბიზნეს უნდა მიეცეს მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში მუშაობის საშუალება.

კომენტარები

2020-03-12
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუ პოლიტპატიმრების გამოშვების კუთხით ნაბიჯები არ გადაიდგა, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ

შემდეგი სტატია

გიგა ბოკერიას ვურჩევდი, ვიდრე განცხადებებს გააკეთებს, წაიკითხოს, რა ცვლილებებია და ასეთ კითხვებს აღარ დასვამს, არც ბუნდოვანი აღარ იქნება მისთვის

მსგავსი სტატიები

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის  ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის  ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო

02 მაი 2018
აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივებზე მუშაობს

აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივებზე მუშაობს

ირაკლი შალიკაშვილი 20 თებ 2020
ხატია დეკანოიძე: როგორც ნახეთ, ხუთივე დიდ ქალაქში, ოპოზიციის შედეგები არის ძალიან მნიშვნელოვანი

ხატია დეკანოიძე: როგორც ნახეთ, ხუთივე დიდ ქალაქში, ოპოზიციის შედეგები არის ძალიან მნიშვნელოვანი

ნინო ჩხეიძე 30 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

    მედია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს

  • „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    „მთავარი არხი” ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

  • გია ხუროშვილი: ყირიმიდან გაგრამდე 12 საათი გჭირდება მანქანით! ხოდა ყირიმს ფაშისტები ტოვებენ!- პუტინი მარცხდება!

    გია ხუროშვილი: ყირიმიდან გაგრამდე 12 საათი გჭირდება მანქანით! ხოდა ყირიმს ფაშისტები ტოვებენ!- პუტინი მარცხდება!

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წალკაში ყველის საწარმო აშენდა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წალკაში ყველის საწარმო აშენდა

  • ხოფერია: და იცით, რას ვფიქრობ? მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ უმრავლესობას გამოყოფილი დეპუტატები. დიდ საქმეს!

    ხოფერია: და იცით, რას ვფიქრობ? მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ უმრავლესობას გამოყოფილი დეპუტატები. დიდ საქმეს!

  • ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტს” მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს ახალი კანონი

    ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტს” მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს ახალი კანონი

  • აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

    აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

  • ზელენსკი: იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა

    ზელენსკი: იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა

  • ცეცხლი, ვარსკვლავი, ფენომენი – რას წერენ იტალიელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე სადებიუტო მატჩის შემდეგ

    ცეცხლი, ვარსკვლავი, ფენომენი – რას წერენ იტალიელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე სადებიუტო მატჩის შემდეგ

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge