NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება რისკებს ამცირებს

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება რისკებს ამცირებს

07 მარ 2020 საინტერესო 621 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თუკი მოქალაქეები მაღალ სოციალურ პასხისმგებლობას გამოიჩენენ და ჯანდაცვის სამინისტროსთან ითანამშრომლებენ, კორონავირუსის გავრცელების რისკები შემცირდება და უფრო კონტროლირებადი გახდება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელთან:

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ ჩვენთან. თუ ისინი ამას გააკეთებენ, გავრცელება, რა თქმა უნდა, შემცირდება და იქნება მეტად კონტროლირებადი. იმ შემთხვევაში თუ ისინი მაღალ პასუხისმგებლობას არ გამოიჩენენ, ჯანდაცვის სამინისტროსთვის გართულდება ბევრად ინფექციის მართვა. მაგრამ ამ ეტაპისთვის მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელთან“ – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინება, კორონავირუსის გავრცელების რისკებს ამცირებს:

„რა თქმა უნდა, როდესაც ინფექციის გადატანა ხდება უკვე ქვეყანაში, მოსახლიდან მოსახლეზე, სიტუაცია უკვე რთულდება, ბუნებრივია, ეს მეტ საფრთხეს ქმნის, თუმცა, ესეც არ იძლევა მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველს. მე მაქვს ძალიან დიდი თხოვნა მოქალაქეებთან: თუ ვინმეს აქვს ეჭვი, რომ მათ ჰქონდათ ინფიცირებულთან კონტაქტი, შეგვატყობინონ მოქმედ ცხელ ხაზებზე. ამის შემდეგ, ისინი შეავსებენ კითხვარს და ჩვენ შემდეგ დავგეგმავთ მათთან დაკავშირებით პრევენციულ ნაბიჯებს. გვაქვს საკარანტინო ზონები სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებში მოწყობილი, რომლებიც მზად არიან პაციენტების მისაღებად. კორონავირუსი გლობალური პრობლემაა, შესაბამისად, მსოფლიო არის მობილიზებული, რომ დაძლიოს ეს პრობლემა. თუ მოსახლეობა ჩვენთან ითანამშრომლებს, სიტუაცია იქნება ბევრად მსუბუქი და დაექვემდებარება კონტროლს,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის განმარტებით, კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოს მასშტაბით მობილიზებულია რამდენიმე საავადმყოფო:

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე საავადმყოფო მობილიზებული, ეს არის ინფექციური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფო, ასევე გვაქვს მობილიზებული საკარანტინე ადგილები, პალატები რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მზად არის გორის სამხედრო ჰოსპიტალი, საჩხერის საავადმყოფო და იმის მიხედვით, თუ სად იქნება პაციენტი აღმოჩენილი, მისი გადაყვანაც მოხდება შესაბამისად“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავრობა იმსჯელებს იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა და ვირუსი სხვებს გადასდო:„ვფიქრობ, მთავრობა ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებს და ალბათ, ერთობლივი გადაწყვეტილებით დაგიბრუნდებით და გიპასუხებთ კითხვაზე. თუმცა, მინდა განვმარტო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელიც ეხება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, პრევენციას და შემდგომ უკვე გამოვლენილი კლინიკური ნიშნების მართვას. დანარჩენ თემებზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს ერთობლივად და გადაწყვეტილებას, შესაბამისად მივიღებთ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

TOP 2020-03-07
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

The Essay Data source

შემდეგი სტატია

თვითმფრინავით მგზავრობის წესები მაღალი ეპიდრისკის დროს.

მსგავსი სტატიები

მნიშვნელოვანი კითხვაა, როცა პირველად მოხდა გაზის გამოყენება, რატომ არ დაიკავეს სპეცდანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი

მნიშვნელოვანი კითხვაა, როცა პირველად მოხდა გაზის გამოყენება, რატომ არ დაიკავეს სპეცდანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი

ირაკლი შალიკაშვილი 10 ივლ 2019
როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ტენდერს გავმართავთ – პოსტკრიზისულ პერიოდში ანაკლიას უფრო მეტი კომერციული მიმზიდველობა ეძლევა

როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ტენდერს გავმართავთ – პოსტკრიზისულ პერიოდში ანაკლიას უფრო მეტი კომერციული მიმზიდველობა ეძლევა

ირაკლი შალიკაშვილი 14 მაი 2020

ფილმ BLACK PANTHER-ის მეორე ტრეილერი

13 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

  • “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

  • რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

    რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

  • Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

    Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

  • სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

    სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

  • საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

    საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge