NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ქონების გადასახადის განახევრებით და საშემოსავლო გადასახადის შემცირებით ბიზნესს საშუალებას მივცემთ, თავიდან აიცილონ სამუშაო ადგილების შემცირება

ქონების გადასახადის განახევრებით და საშემოსავლო გადასახადის შემცირებით ბიზნესს საშუალებას მივცემთ, თავიდან აიცილონ სამუშაო ადგილების შემცირება

06 მარ 2020 პოლიტიკა 942 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყოველგვარი პარტიული ნიშნის მოგების ან ანგარიშსწორების გარეშე, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ ჩვენი გეგმის განხილვა და გადადგან კონჯრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ისედაც უმძიმესი ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო არ დამძიმდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბაქრაძის თქმით, მისი პარტიის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ქონების გადასახადის განახევრებით და საშემოსავლო გადასახადის შემცირებით ბიზნესს საშუალება ექნება თავიდან აიცილოს სამუშაო ადგილების შემცირება.

„უმუშევრობა და ფასების გაძვირება არის ორი მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები მხოლოდ გაამწვავებს ამ პრობლემებს. ამიტომ, მოვამზადეთ კონკრეტული გეგმა, გადასახადების შემცირებით და საგადასახადო შეღავათებით როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. კერძოდ, ქონების გადასახადის განახევრებით და საშემოსავლო გადასახადის შემცირებით ჩვენ საშუალებას მივცემთ ბიზნესს, თავიდან აიცილონ სამუშაო ადგილების შემცირება, ადამიანების სახლში გაშვება და ამით შევინარჩუნებით სამუშაო ადგილებს, ხოლო ნავთობპროდუქტებზე აქციზის შემცირებით შემცირდება, სავარაუდოდ, 8-10 თეთრით ბენზინის ფასი, რაც ასევე, გამოიწვევს ძირითად პროდუქტებზე ფასის შემცირებას და რაღაც პერიოდით მაინც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ძირითადი პროდუქტის გაძვირება. ამიტომ ეს ორი მიმართულებაა – სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ბიზნესისთვის შეღავათი, იმიტომ რომ არ იყოს შემცირებები და ადამიანები არ გაუშვან სახლში, მეორე მიმართულება, რომ არ მოიმატოს ფასებმა და შევინარჩუნოთ ფასებზე სტაბილურობა და არ გაძვირდეს ცხოვრება. ორივე მიმართულება არის ჩვენი გემის ძირითადი ნაწილი. ვფიქრობთ, ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ კორონავირუსით გამოწვეულმა სირთულეებმა უკვე ძალიან მტკივნეულად დაარტყა ქართული ეკონომიკის ცალკეულ სეგმენტებს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას ყოველგვარი პარტიული ნიშნისმოგების ან ანგარიშსწორების გარეშე რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ ამ გეგმის განხილვა, რაც შეიძლება სწრაფად გადადგან კონჯრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ისედაც უმძიმესი ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო არ დამძიმდეს და უმუშევრობა და ფასების ზრდა კიდევ უფრო მძიმე ტვირთად არ იქცეს ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის“,- განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

2020-03-06
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არჩილ თალაკვაძე ახლა ვერავის მოიწვევს, ვიდრე ის პოზიცია აქვს, რაც აქვს

შემდეგი სტატია

მამუკა მდინარაძე “ევროპულ საქართველოზე” – „აკვდება“ პირდაპირ, რომ იტყვიან „კუმ ფეხი გამოყოო“

მსგავსი სტატიები

„ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ვეტოსთან დაკავშირებით“

16 იან 2018
რამდენიმე ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი მარგველაშვილს განიხილავს

რამდენიმე ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთ კანდიდატად გიორგი მარგველაშვილს განიხილავს

13 აპრ 2018
ნიკა გვარამია: …ამ მოსამართლეებზე ზეწოლა განახორციელა უშუალოდ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძემ, რაზეც ისინი აპირებენ ხმამაღლა საუბარს

ნიკა გვარამია: …ამ მოსამართლეებზე ზეწოლა განახორციელა უშუალოდ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძემ, რაზეც ისინი აპირებენ ხმამაღლა საუბარს

ნინო ჩხეიძე 15 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge