NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»არჩილ თალაკვაძე ახლა ვერავის მოიწვევს, ვიდრე ის პოზიცია აქვს, რაც აქვს

არჩილ თალაკვაძე ახლა ვერავის მოიწვევს, ვიდრე ის პოზიცია აქვს, რაც აქვს

06 მარ 2020 პოლიტიკა 930 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ოფიციალური მოლაპარაკებები, ვიდრე ეს ვითარებაა, არ მოხდება. რაც შეეხება რაიმე სახის კომუნიკაციას ირიბად, ან საქართველოს მეგობრების მეშვეობით, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვერ ვიქნებით, მაგრამ უნდა იყოს რეალური ძვრა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შესაძლო შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„მე არ მაქვს ინფორმაცია შეხვედრაზე. შეხვედრა, ოფიციალური მოლაპარაკებები, სანამ ეს ვითარებაა, არ მოხდება. რაც შეეხება რაიმე სახის კომუნიკაციას ირიბად, ან საქართველოს მეგობრების მეშვეობით, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვერ ვიქნებით, პირიქით, მადლობელი ვართ საქართველოს ყველა მეგობრის, ვინც ენერგია ჩადო, მაგრამ უნდა იყოს რეალური ძვრა, რაც იქნება ნიშანი, რომ ივანიშვილი გონს მოეგო და უნდა ვითარების განმუხტვა, რომელიც თვითონ დაძაბა ბრიყვულად, მაგრამ მიზანმიმართულად. თალაკვაძე ახლა ვერავის მოიწვევს, სანამ ის პოზიცია აქვს, რაც აქვს“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, თუ მმართველი გუნდის აზრით, საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარების 40-მდე შემცირება შეიძლება, მაშინ 20-მდეც შესაძლებელია.

„მე ვერაფერს გეტყვით თალაკვაძის ან ივანიშვილის გარემოცვის ნებისმიერი წევრის ნაცვლად. ჩვენი პოზიცია ათასჯერ გვაქვს ნათქვამი, ის არის ყველასთვის ცნობილი.

კარგია, რომ ერთი პოლიტპატიმარი, მართალია გირაოთი, მაგრამ გათავისუფლდა, დანარჩნებიც უნდა გაუშვან და უნდა დათანხმდნენ არსებითად პროპორციულ სისტემაზე. გვესმის, რომ სრულად პროპორციული არ იქნება, ჩვენ ვართ მოქნილები, გვინდა განმუხტვა ვითარების. ამ სისულელეს, რომ თურმე მაჟორიტარებს ვეღარ შეამცირებენ, არავინ არ დაიჯერებს, თუ ორმოცამდე ამცირებენ, მშვენივრად შეამცირებენ ოცამდეც, როგორც ამცირებენ, ორი ერთად გააერთიანონ და მორჩა“, – განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ „5-ით მეტი ან 5-ით ნაკლები არაფერს ნიშნავს“.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მზად არიან ოპოზიციასთან ისაუბრონ შემდეგი მოლაპარაკებების ფარგლებში იმ მოცემულობით, რასაც საარჩევნო ადმინისტრაციული საზღვრები და ქვეყნის გეოგრაფია იძლევა. მისი თქმით, ახლა მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაა 5-ით მეტი მანდატი იქნება თუ 5-ით ნაკლები მაჟორიტარულ ნაწილში.

კომენტარები

2020-03-06
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკი მომხმარებელს კიდევ ერთ ინოვაციურ სიახლეს – ვებ გვერდზე Apple Pay-ით  გადახდებს სთავაზობა

შემდეგი სტატია

ქონების გადასახადის განახევრებით და საშემოსავლო გადასახადის შემცირებით ბიზნესს საშუალებას მივცემთ, თავიდან აიცილონ სამუშაო ადგილების შემცირება

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

ნინო ჩხეიძე 03 თებ 2023
პრემიერმა რომ მკითხოს, რა აზრის ხარო, „კალაშნიკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი – ვოლსკი

პრემიერმა რომ მკითხოს, რა აზრის ხარო, „კალაშნიკოვის“ ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი – ვოლსკი

ნინო ჩხეიძე 17 მარ 2022
არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის არ უკითხავს, რატომ მიმართავს ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას

არც ერთ მედიასაშუალებას ელენე ხოშტარიასთვის არ უკითხავს, რატომ მიმართავს ქალისთვის აბსოლუტურად შეუსაბამო და უღირს რიტორიკას

ირაკლი შალიკაშვილი 04 დეკ 2019

უახლესი ამბები

  • ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

    ფილმები დეტექტიური ჟანრის მოყვარულებისთვის

  • ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

    ყავის საშუალებით შექმნილი მონა ლიზა

  • დღე ისტორიაში – 24 მარტი

    დღე ისტორიაში – 24 მარტი

  • თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

    თინა კანდელაკი: როგორც იქნა სამარშრუტო ტაქსებს “სოჭი-გაგრა” ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდათ, მატარებელ “ლასტოჩკას” სახით, რომელიც …

  • ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

    ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

  • “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

    “ლამის რელიგიური ფანატიზმისა და გახშირებული ცენზურის ეპოქაში უხამსობად შერაცხილი ნაწარმოებებისათვის დაჩა მარაინს სასამართლოში ხუთჯერ უჩივლებდნენ”

  • მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

    მამუკა გამყრელიძე: მგონი მართლა აპირებენ ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლის შემოღებას. ერთადერთი კითხვა მრჩება …

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა  და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

    მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპერსმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, პირველადი ემისია განახორციელა და 100 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge