NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს

კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს

04 მარ 2020 პოლიტიკა 854 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას მიმართავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გასული დღეების განმავლობაში, „თბილსერვის ჯგუფმა“ პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

„სამუშაოები კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა. მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფექცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ამასთანავე, პრევენციის მიზნით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. დეზინფექცია ასევე, უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში.

„სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები და სახელოვნებო სკოლები. აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, საბავშვო ბაგა-ბაღებში არდადეგები გამოცხადდა.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური სრულად არის მობილიზებული და გათვალისწინებულია სპეციალისტთა რეკომენდაციები. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, ყველა სხვა უწყებასთან. მიღებული გვაქვს რეკომენდაციები და ინსტრუქციები, რომელთა ფარგლებშიც, ბაგა-ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სახელოვნებო სკოლებში, სერვისცენტრებში სხვადასხვა სახის საპროფილაქტიკო ღონისძიება ტარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

2020-03-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ამ დროში და ამ ვითარებაში უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე გასულ წელს

შემდეგი სტატია

„გრინვოში“ – საქართველოში ავტოსამრეცხაოების ახალი ქსელი გამოჩნდა

მსგავსი სტატიები

„ნაციონალური მოძრაობა“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

21 თებ 2018
ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ აქ ჩანს ბრჭყალები

ძალიან გიხდებათ ბატკნის ქურქი, მაგრამ აქ ჩანს ბრჭყალები

სოსო ელისაშვილი 14 მაი 2019
ადვოკატი: გოგა ონიანმა ბრალი სრულად აღიარა

ადვოკატი: გოგა ონიანმა ბრალი სრულად აღიარა

13 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge