NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საქართველოს მთავრობამ ირანის მოქალაქეების და იქ ნამყოფი უცხოელების ქვეყანაში შემოსვლა დროებით უნდა აკრძალოს

საქართველოს მთავრობამ ირანის მოქალაქეების და იქ ნამყოფი უცხოელების ქვეყანაში შემოსვლა დროებით უნდა აკრძალოს

04 მარ 2020 პოლიტიკა 875 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოში ირანის მოქალაქეების შემოსვლა დროებით უნდა აიკრძალოს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ირანელი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლას და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე დასწრებას აპირებენ და მთავრობა ამაზე რეაგირებისთვის არაფერს აკეთებს.
„საქართველოს აქვს ძალიან ბევრი, კონკრეტული გამოწვევა. როდესაც შენ ჩამოშლილი გაქვს ხელისუფლება, ამას თავისი კონკრეტული ფასი აქვს. ავიღოთ კონკრეტული სიტუაცია, ახლოვდება ნოვრუზ ბაირამი, ირანული ახალი წელი. იცით, რომ ირანელი ტურისტები ხშირად ჩამოდიან საქართველოში, მათ საქართველო ძალიან უყვართ. პრობლემას ვერ ვხედავ, როცა ტურისტი ჩვეულებრივ სიტუაციაში ჩამოდის, იმიტომ, რომ თუ ფულს ხარჯავს, ადამიანს ასაქმებს, ეს ჩვენი ეკონომიკისთვის და საზოგადოებისთვის მხოლოდ კარგია. მაგრამ, დღეს ირანში მასობრივად არის გავრცელებული კორონავირუსი, ჩაკეტილია სკოლები, საზოგადოების შეყრის ადგილები, აკრძალულია კონცერტები.
ამ პირობებში, ნოვრუზ ბაირაიმზე საქართველოში ჩამოსვლას აპირებს 40, 45, შეიძლება 50 000 ირანელი და დასწრებას აპირებენ კონცერტებზე, საჯარო ღონისძიებებზე. საქართველოს მთავრობა დღემდე დუმს, არაფერს აკეთებს ამ სიტუაციაზე რეაქცია რომ მოახდინოს. ეს არის კლასიკური ნიმუში, რას ნიშნავს უპატრონო ქვეყანა. ამათ დაუყოვნებლივ უნდა აკრძალონ ფრენები. ხაზს ვუსვამ, დროებით უნდა აკრძალონ საქართველოში ირანის მოქალაქეების შემოსვლა, სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ირანში იყვნენ, დროებით არ უნდა შემოვიდნენ საქართველოში. ქართველები, ვინც შემოვლენ, რა თქმა უნდა, მათ უნდა მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, შემოწმება და ა.შ. იმისთვის, რომ არც თვითონ ჩაიგდონ საკუთარი თავი საფრთხეში და არც სხვები. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეების უნდა მივხედოთ.
აბა, ახლა მივიდეს, საქართველოს ვაი მთავრობა და ჩემს ჯინაზე არ აკრძალოს ფრენები. ჩემს ჯინაზე, უფრო მეტად შემოუშვას ირანელები და ვიცით, ამის გამკეთებლებიც არიან. იმიტომ, რომ ეს არის მთავრობა, ვინც ჩემს ჯინაზე დაკეტა ქუთაისში პარლამენტი და ყიდის. რა თქმა უნდა, საქართველოში ამას ერთადერთი მყიდველი ჰყავს, ეს არის ივანიშვილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

2020-03-04
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩიხში შესული მოლაპარაკებები – მივლენ თუ არა რაიმე სახის შედეგამდე პოლიტიკური პარტიები

შემდეგი სტატია

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ამ დროში და ამ ვითარებაში უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე გასულ წელს

მსგავსი სტატიები

სერგეი ლავროვის გამოსვლის დროს ათობით ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესია დატოვა (ვიდეო)

სერგეი ლავროვის გამოსვლის დროს ათობით ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესია დატოვა (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 01 მარ 2022
ადამიანის უფლებების უგულებელყოფა” – ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან დელეგაციიდან მისი გარიცხვის საკითხზე ისაუბრებს

ადამიანის უფლებების უგულებელყოფა” – ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან დელეგაციიდან მისი გარიცხვის საკითხზე ისაუბრებს

სოსო ელისაშვილი 29 აპრ 2019
გამოდიან მოსამართლეები, რომლებიც არც კომპეტენციით და არც ღირსებით გამოირჩევიან

გამოდიან მოსამართლეები, რომლებიც არც კომპეტენციით და არც ღირსებით გამოირჩევიან

ირაკლი შალიკაშვილი 26 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

    ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

  • ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

    ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

  • მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

    მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

  • რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

    რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge