NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»მქონდა ხილვა, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში და ჩაქრა, მერე მოვიდა ბავშვი და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას – ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე, არ უნდა შეგვეშინდეს

მქონდა ხილვა, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში და ჩაქრა, მერე მოვიდა ბავშვი და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას – ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე, არ უნდა შეგვეშინდეს

02 მარ 2020 საინტერესო 1282 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პატრიარქი – მქონდა ხილვა, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში და ჩაქრა, მერე მოვიდა ბავშვი და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას – ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე, არ უნდა შეგვეშინდეს
პატრიარქი – მქონდა ხილვა, ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში და ჩაქრა, მერე მოვიდა ბავშვი და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას – ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე, არ უნდა შეგვეშინდეს
სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა აღევლინა. ლოცვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, სენი, რომელსაც მსოფლიო ებრძვის, ღმერთის გარეშე არ იქნებოდა და ხალხი მას სწორედ ღვთის კურთხევით დაძლევს.
“რა რთულია და ძნელია, გამონახოს ადამიანმა გზა, რომელიც მიიყვანს მას სასუფეველში. რა ძნელია დაინახო თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, მაგრამ ეს ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება, მოგვეცა ჩვენ იმისათვის რომ გამოვიყენოთ გასარკვევად, სად შავია და სად თეთრია. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რაც დღეს ხდება. ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელ მსოფლიოში, რომელსაც ეწოდება კორონავირუსი, საიდანაა- ღვთისაგანაა თუ ბოროტისაგანა? ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ღვთის ლოცვით ღვთის, ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს”,- ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა ხილვაზეც ისაუბრა, რომელიც, როგორც მან ბრძანა, არის ნიშანი, რომ ღვთის ძალით ადამიანი კორონავირუსს მოერევა.
“მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი დაძლევისათვის”,- ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, მისი აღსაყდრებიდან გასული 42 წელი უმძიმესი იყო, რასაც ხალხის სიყვარულით გაუძლო.
“დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული დღე. შენდობის დღე. ლოცვაში სწერია, არა არს კაცი რომელიც ცხონდეს და არა სცოდეს ე.ი. არ არის ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამ სოფლად და ცოდვა არ ჩაიდინოს. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიიყვანს ადამიანს ღვთის სასუფევლამდე. განსაკუთრებით მძიმეა სასულიერო პირის ჯვარი. პასუხისმგებელია ადამიანი არა მარტო თავის თავზე, არამედ მრევლზე და ეს 42 წელი, რომელიც დამაკისრა მე მამა ზეციერმა, იყო უმძიმესი წლები, მაგრამ თქვენი თანადგომა და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეს”,- ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

TOP 2020-03-02
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თუ ოპოზიციამ არ გამოიგონა რაიმე მიზეზი, რომელიც შეიძლება, უარის თქმის საფუძვლად გამოდგეს, სხვა შემთხვევაში შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება

შემდეგი სტატია

გამოუშვან პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ რეპრესიები და მიიღონ არსებითად პროპორციული სისტემა

მსგავსი სტატიები

ქუჩიდან ვამხელთ როგორც ხელისუფლების სიბრიყვეებს, ასევე ოპოზიციის შეცდომებს

ქუჩიდან ვამხელთ როგორც ხელისუფლების სიბრიყვეებს, ასევე ოპოზიციის შეცდომებს

ირაკლი შალიკაშვილი 16 თებ 2021

“Disney-სა” და “Dalí-ის” შეხვედრა რეალურ სურეალისტურ სამყაროში

07 სექ 2017
 “Facebook-ის” უარი ჩოგბურთის კლუბის საქველმოქმედო კალენდარს

 “Facebook-ის” უარი ჩოგბურთის კლუბის საქველმოქმედო კალენდარს

20 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია

  • კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

    კრემლი: რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნებს რეგულარულად ჩაატარებენ

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში 9 წლის ბავშვს ეძებენ

  • სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

    სერგეი ლავროვი: რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების წარმატება ამერიკელების საქმე არ არის

  • ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

    ხვიჩია: უხერხული ხომ არ არის, ჯარში, სადაც ჩვენი არცერთი კოლეგა შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?

  • იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

    იენს სტოლტენბერგის ანგარიში: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე

  • “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

    “გთხოვთ, არ დაუშვათ ქვეყნისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლა და ნგრევა”

  • მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

    მარიამ ყანდიაშვილის და ლაზარე შანიძის კოლაბორაციული პროექტი

  • გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

    გიორგი რუხაძე: სი ძინპინი, როდესაც მოსკოვში ჩავიდა, ეს იყო მისთვის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ერთი დღით ადრე ვლადიმერ პუტინი ძებნილად გამოაცხადეს

  • ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

    ფენომენალური ფაქტები პიკასოს ცხოვრების შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge