NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»“თეგეტა მოტორსმა“ ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრას უმასპინძლა

“თეგეტა მოტორსმა“ ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრას უმასპინძლა

24 თებ 2020 საინტერესო 639 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თეგეტა მოტორსის“ სათავო ოფისში ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს საქართველოში პროფესიული კადრების დეფიციტი და სხვადასხვა დარგის ჩართულობით აღნიშნული პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს თეგეტა აკადემიის, როგორ უნიკალური სასწავლო პლატფორმის, შესაძლებლობებზე, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის მსგავსი პლატფორმების არსებობა სხვადასხვა ინდუსტრიული პროფილის მიმართულებით. სტუმრებმა დაათვალიერეს „თეგეტა მოტორსის“ ინფრასტრუქტურა და სასწავლო ცენტრი. „თეგეტა აკადემიის შექმნა, სწორედ პროფესიული კადრების დეფიციტით იყო განპირობებული. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ დღეს გვაქვს პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას ავტოსერვისის მიმართულებით. ამასთანავე, გასულ წელს გავხსენით თეგეტა აკადემიის რეგიონალური აკრედიტებული ფილიალი ქ. ბათუმში, რომელიც უზრუნველყოფს აჭარის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კადრების მომზადებას. განათლებაში ინვესტირება არის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ამ მიმართულებით თეგეტა აკადემია ნამდვილად არის კომპანიის საამაყო და წარმატებული პროექტი. თუ მსგავსი პროფესიული სასწავლებლები გაჩნდება სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართულებით, ეს ძალიან დაეხმარება არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესს გავუზიაროთ გამოცდილება“, – განაცხადა „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა. თეგეტა აკადემია ფუნქციონირებს 2017 წლიდან და წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას, მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში. 2019 წლიდან თეგეტა აკადემიას მიენიჭა ავტორიზებული პროფესიული კოლეჯის სტატუსი და წარმოადგენს ერთადერთ ავტორიზებულ კერძო კოლეჯს, რომელიც სთავაზობს სტუდენტებს დუალური განათლების მოდელს, რაც ეფუძნება პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას. ევროპული ბიზნესასოციაცია EBA 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივე გარემო, როგორიც ევროპაშია. მისი მისია ორ მიმართულებას მოიცავს: საქართველოში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება/ლობირება და საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა. ევროპული ბიზნესასოციაცია EBA ეთიკის კოდექსით აწესებს მაღალ სტანდარტებს ასოციაციის წევრებისთვის და ევროპული ღირებულებების ქვეშ აერთიანებს კომპანიებს. EBA-ს ხელმძღვანელობენ ის პირები, რომლებიც მართავენ წარმატებულ ევროპულ და ქართულ კომპანიებს. მათი ცოდნისა და გამოცდილების დახმარებით მაღალკვალიფიციურად წარიმართება EBA-ს აქტივობები და ხელი ეწყობა საქართველოში როგორც არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ისე ქართული ბიზნესის ევროპის ბაზართან და ევროპულ ღირებულებებთან დაახლოებას.

კომენტარები

TOP 2020-02-24
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რატომ არ მივიდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე

შემდეგი სტატია

ბურთის გადაგდება მოედანზე და ქვის გადაგდება ბოსტანში არ არის ის თემა, რაზეც უნდა ლაპარაკობდეს ახლა ოპოზიცია

მსგავსი სტატიები

გამაოგნებელი ჰიპერრეალისტური ქანდაკებები

17 ოქტ 2017

How to Buy an Assignment – Things to Consider

11 მაი 2020
პირი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა

პირი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა

ირაკლი შალიკაშვილი 28 თებ 2020

უახლესი ამბები

  • ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

    ნათია ფანჯიკიძე: რა ღირსეულად გამოიყურებიან და ჩვენ რატომ არ ვართ არავის მეგობრები?

  • ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

    ვარლამ გოლეთიანი: ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დათმობითი სულისკვეთება იგრძნობოდა

  •  კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

     კახა კახიშვილი: თქვენ გგონიათ, რომ ყველა გახარიას გაჰყვება?!

  • ლილი ფოფხაძე – უკარება

    ლილი ფოფხაძე – უკარება

  • “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

    “არ გაბედოთ ამ ბიჭის გაშავებაა! არ გაბედოთ ამ ქართველ ვაჟკაცზე შავი პიარის აგორება!”

  • “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

    “ნამახვანჰესის” მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

  • რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

    რობერტ სტურუა: დამშვიდდით, თეატრიდან არ მივდივარ! გამაგდეთ და წავალ!

  • Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

    Gucci x Balenciaga ახალი კოლექცია

  • სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

    სანამ ოპოზიცია არ დაინახავს რეალურ გადადგმულ ნაბიჯებს, მხოლოდ კობახიძის განცხადებების საფუძველზე საუბარი გაგვიჭირდება

  • საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

    საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას აბსოლუტურად უდროო დროს გასვლას, უკან გადადგმულ ნაბიჯს და პასუხისმგებლობის ვერ აღებას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge