NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რატომ არ მივიდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე

ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რატომ არ მივიდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე

24 თებ 2020 პოლიტიკა 533 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რატომ არ მივიდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფორმატში ვრცლად ისაუბრა თემებზე, რომლებთან დაკავშირებითაც კომიტეტზე იყო დაბარებული.

„მე არ დავარქმევდი, რომ პარლამენტში მისვლას თავი ავარიდე. მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ჩემი აზრით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ შემდეგნაირად: სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის” ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად, შეკითხვებზე პასუხის გაცემას დავუთმე და მანამდე წერილიც კი გავაგზავნე კომიტეტში, რომ გამოვდიოდი „მინისტრის საათზე“ და იქ გავცემდი ყველაფერს პასუხს, თუ რამე დამატებითაც იქნებოდა საჭირო, თანახმა ვიყავი კიდევ მივსულიყავი. თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად, დარბაზი დატოვეს, არც კი იყვნენ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, პასუხი არ აინტერესებდათ, უფრო სწორად მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატი ალბათ, იძლევა მეტი სპეკულირების საშუალებას.

მეორე, როდესაც საუბრობენ, რომ ესაა პარლამენტის უპატივცემულობა, გეტყვით, რომ გადახედეთ და მოიკითხეთ ჟურნალისტებმა, ბოლო 4 თვის განმავლობაში 4-ჯერ ვიყავი პარლამენტში – გინდათ, ბოლო 6 თვე აიღეთ, გინდათ, 2019 წელი აიღეთ და ნახეთ, ამ კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში? ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატში.

როდესაც სამი დღის წინ ზუსტად იგივე საკითხებზე დეტალურად ვსაუბრობდი, ერთ კითვასაც არ გისვამენ, დარბაზში არ ჩერდებიან, რომ მოგისმინონ“… – განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრის განცხადებით, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება არაერთხელ დაამტკიცა და ეს მისი პარალმენტში მისვლების სტატისტიკიდანაც ჩანს. „ფაქტია, რომ ეს ანგარიშვალდებულებისთვის არ არის. ესაა რაღაცის მოსაწყობად და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდათ“,-აცხადებს მაჭავარიანი.

შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

კომენტარები

2020-02-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩემი აზრით, ოპოზიციის ჭირვეულობა დამთავრდება – მოლაპარაკების რესურსს ნამდვილად ვხედავ

შემდეგი სტატია

“თეგეტა მოტორსმა“ ევროპული ბიზნესასოციაციის EBA-ს ბორდის შეხვედრას უმასპინძლა

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვდა

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვდა

27 ნოე 2017

„Feedom House-ს მართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც საქართველოზე არაობიექტურ შეფასებებს აკეთებს“

19 აპრ 2018
28 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება

28 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება

26 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

  • ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

    ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

  • “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

    “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

  • უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა  (ვიდეო)

    უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge