NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მხარს ვუჭერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას – კომპრომისული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ცოტა რთულად წარმოსადგენია

მხარს ვუჭერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას – კომპრომისული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ცოტა რთულად წარმოსადგენია

24 თებ 2020 პოლიტიკა 670 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროპორციული საარჩევნო სისტემა გაცილებით მეტად უზრუნველყოფს სამართლიან და თანასწორ საარჩევნო გარემოს.

„ამ შემთხვევაში მთავარი სათქმელი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველ პოლიტიკოსებს. მიმაჩნია, რომ ჩვენს რეალობაში და ქართულ კონტექსტში პროპორციული საარჩევნო სისტემა გაცილებით მეტად უზრუნველყოფს სამართლიან, თანასწორ საარჩევნო გარემოს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. გარდა იმისა, რომ ამ სისტემაში უფრო მეტად არის დაცული საარჩევნო უფლებები, ეს უფრო მეტად სამართლიანია, ვფიქრობ, ეს უფრო მეტად უწყობს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში. კარგია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურობენ, თუმცა, მთავარი სათქმელი გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ უნდა მივიდეთ ამ გადაწყვეტილებამდე”,- განაცხადა ლომჯარიამ.

იმ პირობებში, როდესაც არცერთი მხარე კომპრომისზე არ მიდის, ლომჯარიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება რთულად წარმოსადგენია.

“ეს არის პოლიტიკური პროცესი. სახალხო დამცველის ჩართულობა მინიმალურია. მაქსიმალური, რაც ჩვენ გავაკეთეთ ეუთო/ოდირისთვის მიმართვა იყო. მთავარი რეკომენდაცია მდგომარეობდა იმაში, რომ საარჩევნო სისტემა იყოს მიღებული კონსენსუსის და ჩართულობის გზით. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ქვეყნებმა აღიარონ არჩევნები და გაგრძელდეს მხარდაჭერა, რაც ჩვენ, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას გაგვაჩნია, მთავარი მოთხოვნა მათი მხრიდან მდგომარეობს იმაში, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს მიღებული მაქსიმალური კონსენსუსის გზით. ჩემი აზრით, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნდა იქნეს მიღებული კონსენსუსური გადაწყვეტილება. ვისი მხრიდან იქნება მეტი კომპრომისული ნაბიჯი გადადგმული, ეს სხვა დისკუსიის საგანია. იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, მისი მხრიდან შესაძლოა უფრო მეტი კომპრომისი იყოს საჭირო. თუმცა, გეთანხმებით, რომ კომპრომისული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ცოტა რთულად არის წარმოსადგენი იმ ვითარებაში, რაც დღეს გვაქვს”, – განუცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებს.

კომენტარები

2020-02-24
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გუნდში არანაირ ცვლილებებზე არ არის საუბარი – ქვეყანას ჰყავს ძლიერი პრემიერი, ჰყავს მთავრობა, რომელიც მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში

შემდეგი სტატია

საფუძველი მაქვს ვთქვა, რომ 100 მლნ აქტივების მოპარვასთან მაჭავარიანია დაკავშირებული და ის კი არ უნდა გადადგეს, არამედ ციხეში წავიდეს

მსგავსი სტატიები

“ბათუმსა და თბილისში ყველა საუბრობს რუსულად. ყველა რესტორანშია რუსულ ენაზე მენიუ” (ვიდეო)

“ბათუმსა და თბილისში ყველა საუბრობს რუსულად. ყველა რესტორანშია რუსულ ენაზე მენიუ” (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 15 მაი 2022
რუსეთი კუნთებს ათამაშებს – ანალიტიკოსები ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებს ეხმაურებიან

რუსეთი კუნთებს ათამაშებს – ანალიტიკოსები ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებს ეხმაურებიან

სოსო ელისაშვილი 25 აპრ 2019
კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

ნინო ჩხეიძე 17 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge