NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»განცდა რჩება, რომ ომიანობის პერიოდში ხელისუფლება გვარდიის მობილიზაციას ახდენს, ბუნკერში ჩადის, ყველაზე სანდო და „კარგ შემსრულებელ“ კადრებს ეყრდნობა

განცდა რჩება, რომ ომიანობის პერიოდში ხელისუფლება გვარდიის მობილიზაციას ახდენს, ბუნკერში ჩადის, ყველაზე სანდო და „კარგ შემსრულებელ“ კადრებს ეყრდნობა

19 თებ 2020 პოლიტიკა 962 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

განსაკუთრებული ომიანობის პერიოდში ხელისუფლება გვარდიის მობილიზაციას ახდენს, ხელისუფლება ბუნკერში ჩადის და ყველაზე სანდო და „კარგ შემსრულებელ“ კადრებს ეყრდნობა, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დანიშვნას.

გია ხუხაშვილი სისტემის მანკიერებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთ ვითარებაში „შოთაძე იქნება გენერალური პროკურორი თუ ქიბროწაშვილი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.“

„შოთაძემ თქვა, პროცესი გამჭვირვალედ წარიმართაო, გამჭვირვალობას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ იმის გამო, რომ შორიდანაც კი კარგად ჩანდა, რომ მას აირჩევდნენ გენერალურ პროკურორად, ამ კუთხით თუ შევაფასებთ, ნამდვილად გამჭვირვალე იყო პროცესი.

რაც შეეხება თავად შოთაძეს, ის არავისზე უარესია და არავისზე უკეთესია. საერთოდ პრობლემა არის სისტემური. თვითონ მმართველობითი სისტემის ალგორითმია მანკიერი. პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობს და ეს არის პრობლემა. შესაბამისად, ამ მანკიერ სისტემაში შოთაძე იქნება გენერალური პროკურორი თუ ქიბროწაშვილი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, თანამდებობებზე შერჩევის კრიტერიუმები უფრო და უფრო ვიწროვდება და ხელისუფლებისთვის კადრების შერჩევის თვალსაზრისით გადამწყვეტი სანდოობა ხდება.

„რაც შეეხება საკადრო დეფიციტს, სისტემა განიცდის სტერილიზაციას, მისი კრიტერიუმები საკადრო შერჩევის უფრო და უფრო ვიწროვდება, მხოლოდ ნდობაზე და განსაკუთრებულ ანგაჟირებულობაზეა დამყარებული, თითქოს ასეთი განცდა რჩება, რომ განსაკუთრებული ომიანობის პერიოდში ხელისუფლება გვარდიის მობილიზაციას ახდენს. სრული სტერილიზაცია ხდება, ბუნკერში ჩადის ხელისუფლება და ყველაზე სანდო და „კარგ შემსრულებელ“ კადრებს ეყრდნობა, რაც ძალიან სამწუხარო საყურებელია. ისინი შეიძლება საკუთარი ძალაუფლების გადარჩენის თვალსაზრისი ლოგიკას ხედავენ, მაგრამ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს დამანგრეველია, როცა მმართველი სისტემა ასე იკვეთება თავის თავში და სტერილური ხდება, სახელმწიფოებრივ განვითარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად უნდა ველოდოთ საერთაშორისო კრიტიკას ირაკლი შოთაძის დანიშვნასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როცა გარკვეულ საქმეებზე კითხვის ნიშნები არსებობდა, ხუხაშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ საკითხზე კრიტიკა გადამწყვეტი უკვე აღარ არის, რადგან საერთაშორისო საზოგადოებამ დიაგნოზი უკვე დასვა.

„შოთაძესთან დაკავშირებული კრიტიკით აღარაფერი იცვლება, რადგან მოცემულობა ასეთია, რომ დასავლეთმა დიაგნოზი უკვე დასვა. იმის ილუზია და იმედზე ყოფნა, რომ 7-8 კონგრესმენმა გამოთქვა კრიტიკული მოსაზრებები და იქ კიდევ 400 კაცი ზის კონგრესში, არის სიბრიყვე ან უტიფრობა. საბოლოო ჯამში სახელისუფლებო მანკიერება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განწყობები თუ დიდი ხნით გაგრძელდა, ეს სახელმწიფოსაც დააზიანებს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტზე დაამტკიცა. ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

კომენტარები

2020-02-19
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ივანიშვილმა და მისმა გუნდმა არა მარტო უგულავას, ბევრ სხვასაც შეუთვალეს, თუ გაჩუმდებით, პრობლემა არ გექნებათო

შემდეგი სტატია

The Way to Edit a PhD Thesis

მსგავსი სტატიები

ივანიშვილი ალტერნატიული პოლიტიკური პროექტის განსახორციელებლად ემზადება

ივანიშვილი ალტერნატიული პოლიტიკური პროექტის განსახორციელებლად ემზადება

ირაკლი შალიკაშვილი 23 მარ 2021
ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

ბიძინა ივანიშვილი და გუნდის უმრავლესობა ჩვენი ინიციატივის განვითარების წინააღმდეგია, მაგრამ არც ჩვენ ვართ ცოტა, ამიტომ პროცესს ვაგრძელებთ

ირაკლი შალიკაშვილი 06 დეკ 2019
“სანამ არ გვექნება პასუხი ვინ შექმნა და გაავრცელა კადრები, მანამდე იარსებებს კითხვა პოლიტიკურ მოტივებზე”

“სანამ არ გვექნება პასუხი ვინ შექმნა და გაავრცელა კადრები, მანამდე იარსებებს კითხვა პოლიტიკურ მოტივებზე”

28 მარ 2019

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge