NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფაქტების დამდგენი მისია ჩამოვა, ამან პანიკაში ჩააგდო „ნაცმოძრაობა“ თავისი ყველა სატელიტით

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფაქტების დამდგენი მისია ჩამოვა, ამან პანიკაში ჩააგდო „ნაცმოძრაობა“ თავისი ყველა სატელიტით

13 თებ 2020 პოლიტიკა 479 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფაქტების დამდგენი მისია ჩამოვა საქართველოში, ამან პანიკაში ჩააგდო„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა სატელიტით ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტართა შემადგენლობით ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნისა და საქართველოში ჩამოსვლის საკითხზე განაცხადა.

მისი განცხადებით, ოპოზიციას სწორედ ფაქტების დადგენის ეშინია.

„მათი პათოსი, მათი პანიკური გამოვლინებები რაც მათ განცხადებებზე აისახა, ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი რაც ყველაზე ძალიან არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“, არის ფაქტის დადგენა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებს. ჩვენ ვნახეთ რუსთავი 2-ის შემთხვევა, როცა ფაქტები სხვა იყო და მათი შეფასებები სხვა, როცა სტრასბურგმა თქვა, რომ რუსთავი 2-ის მაშინდელი მენეჯმენტი, ნიკა გვარამია, ნაცმოძრაობა, ბათუ ქუთელიები, არასამთავრობო სექტორი იტყუებოდა. ამის შემდეგ იყო ეუთო-ოდირი, სადაც ითქვა, რომ ეს ის ადგილი არ არის, სადაც უნდა დადგინდეს ნორმის კონსტიტუციურობა. ახლა დადგნენ ფაქტის წინაშე, რომ შეიძლება ფაქტების შემსწავლელმა მისიამ, ევროპარლამენტმა დაადგინოს, რომ ისევ იტყუებიან და აქედან გამომდინარეობს მათი განცხადებები.

ევროპარლამენტარებმა ამასთან დაკავშირებით გამოთქვეს უკვე თავიანთი პოზიცია და თქვეს, რომ ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა და სტრასბურგის სასამართლო შეიძლება გაიწელოს, თუ საერთოდ გაასაჩივრებენ, იმიტომ რომ უზენაეს სასამართლოში არ გაუსაჩივრებიათ საერთოდ, თუ სტრასბურგში გაასაჩივრებენ, შეიძლება ეს დროში გაიწელოს და უფრო სწრაფი რეაგირება ამაზე შეიძლება მოახდინოს ამ დასკვნამ,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა, რომ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტარებს შესთავაზა, რომ საქართველოში გამოგზავნონ ფაქტების შემსწავლელი მისია.

კომენტარები

2020-02-13
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მივესალმებით საერთაშორისო ჩართულობას, მაგრამ ეს„ოცნების“ „ტრიუკია“, ჩვენი მეგობრები მოატყუონ

შემდეგი სტატია

ევროპარლამენტში არავინ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო სად არის, არ იციან, ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და შეგვიშვეს

მსგავსი სტატიები

„ჩვენ უნდა განვაგრძოთ გადამხდელებისთვის ახალი სერვისების დანერგვა და არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება “

26 დეკ 2017
ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა, მისი დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის

ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა, მისი დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის

ირაკლი შალიკაშვილი 20 თებ 2020
ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა

სოსო ელისაშვილი 04 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს

    საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს

  • ხელისუფლებას რაც არ უნდა უნდოდეს, ჩვენ მტკიცედ და დიდი ნაბიჯებით მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე

    ხელისუფლებას რაც არ უნდა უნდოდეს, ჩვენ მტკიცედ და დიდი ნაბიჯებით მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე

  • მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

    მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკების პროცესში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის კომპრომისის მიმართულებით

  • 15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

    15 მაისი ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge