NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მათთან დღეს შეყვანილ, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს, დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსი არ აქვს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, მათთან დღეს შეყვანილ, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს, დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსი არ აქვს

13 თებ 2020 პოლიტიკა, საზოგადოება 2247 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში დღეს შეყვანილ, ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს, დიდი ალბათობით, ახალი კორონავირუსი არ აქვს.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 26 წლის ახალგაზრდა ქალი 15 იანვრის შემდეგ იმყოფებოდა ჩინეთში, ბურჯიანის პროვინციაში.

ექიმის განმარტებით, როგორც თვითონ პაციენტი ამბობს, ჩასვლის შემდეგ იზოლირებულად ცხოვრობდა, საკვებს ბინაზე მომსახურების მეშვეობით იღებდა. ექიმის თქმით, პაციენტი აღნიშნავს, რომ ინფიცირებულ პირთან კონტაქტი არ ჰქონია.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტი გუშინ გამოფრინდა შანხაიდან ტრანზიტით: შანხაი – მოსკოვი – ერევანი.

„როდესაც უკვე ჩვენთან შემოვიდა სადახლოს საკონტროლო პუნქტზე, იქ აღინიშნა, რომ ტემპერატურა აქვს 37,5 გრადუსი და იშვიათი ხველა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში იყო ნამყოფი და ინკუბაციის პერიოდი არ არის გასული, აქვს დაბალი ტეპერატურა და ხველა, პაციენტი ჩვენთან მოიყვანეს. ის ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსდა. აღებულია კვლევები. პნევმონია გამოირიცხა, სისხლის და ანთების მარკირებაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება. შემოსვლის შემდეგ ტეპერატურის მატება არ დაფიქსირებულა, პირიქით, ტემპერატურა თითქმის უკვე ნორმალურია და 37 გრადუსს აღარ აღემატება.

ლუგარის ლაბორატორიის სამსახურიდან მოვიდნენ, აიღეს ცხვირ-ხახის ნაცხი ახალ კორონავირუსზე ტესტისთვის, რაც წაღებულია და დღის მეორე ნახევარში, ალბათ, პასუხი იქნება. ამ სიტუაცას თუ შევაჯერებთ, დიდი ალბათობით, არ უნდა ველოდოთ ტესტის დადებით პასუხს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ექიმის თქმით, მართალია, ტემპერატურამ დაიწია, მაგრამ 24 საათის განმავლობაში პაციენტს დააკვირდებიან.

ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, 30 იანვრის შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კვლევა და მკურნალობა ჩაიტარა ამ ქალის ჩათვლით 15-მა ადამიანმა. მარიან ეზუგბაიას განმარტებით, 14 პაციენტთან უკვე ჩატარდა ცხვირ-ხახის ნაცხის ტესტირება ახალ კორონავირუსზე და შედეგი ყველასთან უარყოფითი იყო.

კომენტარები

2020-02-13
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ევროპარლამენტში არავინ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო სად არის, არ იციან, ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და შეგვიშვეს

შემდეგი სტატია

ანაკლიის კონსორციუმის” გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას კონსორციუმის აქციონერი საერთაშორისო ინვესტორებიც აპირებენ

მსგავსი სტატიები

არასამთავრობოები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ თიანეთის საოლქო და N20 საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედებებით დაინტერესდნენ

03 ნოე 2017
5-ით მეტი მანდატი იქნება თუ ნაკლები პროპორციულ ან მაჟორიტარულ ნაწილში, ახლა ეს ჩვენთვის მთავარი არ არის

5-ით მეტი მანდატი იქნება თუ ნაკლები პროპორციულ ან მაჟორიტარულ ნაწილში, ახლა ეს ჩვენთვის მთავარი არ არის

ირაკლი შალიკაშვილი 06 მარ 2020
რეზოლუციის პროექტიდან სიტყვა “პროპორციული“ ამოღებულია, რადგან საარჩევნო სისტემის შერჩევა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა

რეზოლუციის პროექტიდან სიტყვა “პროპორციული“ ამოღებულია, რადგან საარჩევნო სისტემის შერჩევა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა

ირაკლი შალიკაშვილი 31 იან 2020

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge