NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თურმე, დიალოგისკენ მოგვიწოდებენ მაშინ, როცა დიალოგის მაგიდასთან მჯდომი ადამიანი დააპატიმრეს – ამ ცირკსა და თამაშში შეყოლა უაზრობაა

თურმე, დიალოგისკენ მოგვიწოდებენ მაშინ, როცა დიალოგის მაგიდასთან მჯდომი ადამიანი დააპატიმრეს – ამ ცირკსა და თამაშში შეყოლა უაზრობაა

12 თებ 2020 პოლიტიკა 349 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას არავითარი დიალოგი არ უნდა. მისი თქმით, ყველა მათი წინადადება იყო დიალოგის იმიტაცია.

„ისინი შეგნებულად გვთავაზობდნენ ისეთ ვარიანტებს, რომ ოპოზიციას უარი ეთქვა და შემდეგ ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალება მომხდარიყო ამომრჩევლისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში. უმკაცრესი საერთაშორისო კრიტიკის ფონზე მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ ნაცად ხერხს მიმართოს, რაც არის სიცრუე, ორპირობა, მოტყუება, თვალის ახვევა. თურმე, დიალოგისკენ ახლა მოგვიწოდებენ. ეს მაშინ ხდება, როცა დიალოგის მაგიდასთან მჯდომი ადამიანი დააპატიმრეს. ამ ცირკსა და თამაშში შეყოლა უაზრობაა.

„ქართულ ოცნებას” არავითარი ცვლილებები და დიალოგი არ უნდა. ეს არის დროის გაწელვის და მძაფრი საერთაშორისო კრიტიკის განეიტრალების მცდელობა, რის გამოც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. მათი მხრიდან არც ერთი წინადადება არ ყოფილა ისეთი, რომ ოპოზიციისთვის მისაღები ყოფილიყო. აბსურდულ რამეს გვთავაზობენ, 100/50-ზე იყოს, ოღონდ, მთელი ცხოვრება და 2024 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ნორმა გავაუქმოთო, რაც კონსტიტუციაში წერია. თან, თქვენი ხელით გავაუქმოთ, ჩვენ პარლამენტში ამისთვის საკმარისი ხმები არ გვყოფნისო. ამას დიალოგზე დაპატიჟებას და კონსტრუქციულ წინადადებას უწოდებენ. ვიცით, რომ „ქართული ოცნების” საფირმო ხრიკი სიცრუე იყო, თუმცა უკვე ამ სიცრუის არავის სჯერა. მათ ისეთი მოლაპარაკება არ უნდათ, სადაც კომპრომისის საფუძველზე მისაღები იქნებოდა, ორმხრივად საჭირო შედეგი. „ქართული ოცნების” შემოთავაზება არის უგნური და არაკონსტრუქციული“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების” მიზანი დღეს გახდა პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა 2024 წელსაც.

„ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში, „ქართული ოცნება” პოლიტიკური ველიდან პოლიტიკურ სანაგვეში მიდის. ამას ყველა ლოგიკა ადასტურებს. ყველა ავტორიტარული რეჟიმი იმ ლოგიკით იცვლება, რაც დღეს არის – ჯერ ზურგს ყველა პარტია აქცევს, შემდეგ საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, შემდეგ მკაცრი საერთაშორისო გაფრთხილებაა, ბოლოს კი ეს პარტია მარცხდება. ჩვენი გზა არის მძაფრი პროტესტის ფონზე, არჩევნების გზით, „ქართული ოცნების” გასტუმრება პოლიტიკურ მოუსავლეთში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

2020-02-12
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კრიტიკის მთელი ტალღა და უმძიმესი შეფასებები მიიღეს და ახლა აქედან გამოძრომას იაფფასიანი, უნიჭო „კლოუნადით“ ცდილობენ

შემდეგი სტატია

მესმის წუხილები, რაც იყო გამოთქმული – საკითხი, ვფიქრობ, უნდა ამოიწუროს, მიუკერძოებელი მისიის დასკვნებით

მსგავსი სტატიები

“თუ გააგრძელებ ხელის შეშლას მომიწევს რაღაცეები შეგახსენო”- ბესელია მათიკაშვილს დაუპირისპირდა

“თუ გააგრძელებ ხელის შეშლას მომიწევს რაღაცეები შეგახსენო”- ბესელია მათიკაშვილს დაუპირისპირდა

News 18 მარ 2019
დაპირისპირება ადამიანის უფლებათა კომიტეტზე – “კოალიცია თანასწორობისთვის” დეპუტატებს აკრიტიკებს

დაპირისპირება ადამიანის უფლებათა კომიტეტზე – “კოალიცია თანასწორობისთვის” დეპუტატებს აკრიტიკებს

23 იან 2019
პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შს მინისტრს – მესამე სექტორი საგანგებო შეხვედრას მართავს

პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შს მინისტრს – მესამე სექტორი საგანგებო შეხვედრას მართავს

ირაკლი შალიკაშვილი 21 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

    “არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა”

  • საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

    საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება

  • ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

    ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმას გმობს

  • ლილი ფოფხაძე: მამა

    ლილი ფოფხაძე: მამა

  • “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

    “ამინისტირებული იქნება შენობები, რომლებიც თავის დროზე დარღვევით აშენდა”

  • სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

    სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge