NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დემოკრატიული საქართველოს“ სახელით ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ

დემოკრატიული საქართველოს“ სახელით ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ

12 თებ 2020 პოლიტიკა 393 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან იწვევს. ამის შესახებ მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს დიალოგის მაგიდასთან ვიწვევთ, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავაც მზად არის ერთგვარი შუამავლის როლი შეასრულოს პოლიტიკური დიალოგის პროცესში”,-აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი უერთდება ამერიკის საელჩოს გულისტკივილს, რომ სასამართლოს მიერ გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა. მდინარაძის განცხადებით, მართლმსაჯულების განხორციელების პრეროგატივა გააჩნია დამოუკიდებელ სასამართლოს და არა პოლიტიკოსებს ან რომელიმე პოლიტიკოსს.

„ვფიქრობთ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესში დეესკალაციისა თუ კონსენსუსის მიღწევისთვის ოპტიმალური გზა იპოვოს ყველამ. ასევე, გვსურს ცალსახად და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის თავშესაფარი და ინდულგენცია ვერ იქნება. „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სამოხელეო დანაშაულის, განსაკუთრებით კი გადასახადის გადამხდელთა თანხების არამიზნობრივად გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს რეაგირება იყოს უკიდურესად მკაცრი და შეურიგებელი. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ქვეყანაში მაღალი სტანდარტი, რომ საბიუჯეტო თანხების უკანონოდ განკარგვას თუ ნებისმიერ სხვა მსგავს დანაშაულზე იყოს ერთგვარი მიდგომა, ყველა პირი კანონის წინაშე თანასწორია და მსგავს დანაშაულზე პირველ რიგში ჩვენი გუნდის წევრები აგებენ ხოლმე პასუხს“,-აცხადებს მდინარაძე.

მას მაღალჩინოსნების დასჯის მაგალითებიც მოჰყავს, კერძოდ, ბათუმის მერი, რომელიც კორუფციის ბრალდებით იქნა დაკავებული, კორუფციის ბრალდებით ასევე დაკავებული იქნა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე; ასევე გასამართლდა ზუგდიდის მერი და არაერთი სხვა თანამდებობის პირი, რომლებსაც შეფარდებული აქვთ თავისუფლების აღკვეთა 7, 12, 2 წლით და ასე შემდეგ.

რაც შეეხება გიგი უგულავას საქმეს მდინარაძის თქმით, ეს შემთხვევა არ არის გამონაკლისი, არამედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უკომპრომისო დამოკიდებულება სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მიმართ.

„ოპონენტების კრიტიკა არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, ეს გასაგებია, ხოლო თუ მათ რეალურად მიაჩნიათ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას რომელიმე უფლება დაირღვა და მას უსამართლო განაჩენი გამოუტანეს, შეუძლიათ საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრონ. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ოპონენტებს, შეწყვიტონ სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება და დიალოგის პროცესს დაუბრუნდნენ”,-აცხადებს მდინარაძე.

კომენტარები

2020-02-12
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ევროპარლამენტარებთან საუბარი გვექნება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე – მაქვს საინტერესო შეხვედრების მოლოდინი

შემდეგი სტატია

მარგველაშვილს და კვირიკაშვილს მკაფიო სამოქალაქო პოზიცია აქვთ, რაც თითქმის ყოველთვის თანხვედრაშია „ლელოს“ პოზიციასთან, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია

მსგავსი სტატიები

ინსპირირება მომხდარიყო შტურმი, გააკეთეს იმ პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ

ინსპირირება მომხდარიყო შტურმი, გააკეთეს იმ პოლიტიკურმა დესტრუქციულმა ლიდერებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ იქ

ირაკლი შალიკაშვილი 24 ივნ 2019

ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეულის ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

13 ოქტ 2017
გავრილოვი-მელიას 2021 წლის თებერვლის დესტაბილიზაციის გეგმა ჩავარდება!

გავრილოვი-მელიას 2021 წლის თებერვლის დესტაბილიზაციის გეგმა ჩავარდება!

ირაკლი შალიკაშვილი 16 თებ 2021

უახლესი ამბები

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

  • პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

    პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

  • სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

    სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

  • მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

    მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

  • სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

    სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

  • „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

    „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

  • როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

    როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

  • შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

    შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge