NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიგი უგულავას დაპატიმრებას, შესაძლოა, 2020 წლის არჩევნების შედეგების დელეგიტიმაცია მოჰყვეს

გიგი უგულავას დაპატიმრებას, შესაძლოა, 2020 წლის არჩევნების შედეგების დელეგიტიმაცია მოჰყვეს

11 თებ 2020 პოლიტიკა 696 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას, ხელისუფლების მხრიდან მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებად აფასებს.

გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფაქტი ხელისუფლების მხრიდან, მოსახლების მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმაა, რასაც შესაძლოა 2020 წლის არჩევნების შედეგების დელეგიმიტაცია მოჰყვეს.

“როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მით უმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, ხოლო შექმნილი ტენდენცია – როგორც ხელისუფლების მხრიდან, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმა, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია.

ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა გიგი უგულავა მის პოლიტიკურ გემოვნებაში – აქვე დავაზუსტებ, რომ პირადად ჩემი და “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური მრწამსი, იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული.

ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე. მოვუწოდებ მას, იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება,” – ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომენტარები

2020-02-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოპოზიცია ქართულ საზოგადოებას ატყუებს და როგორც ჩანს, საერთაშორისო პარტნიორებსაც”

შემდეგი სტატია

არც მე-5, არც მე-6 რაუნდი არ იქნება, რადგან, როცა ჩვენ შევდივართ მოლაპარაკებაზე, გამოსვლისას ხელბორკილებს გვადებენ

მსგავსი სტატიები

თავის დროზე ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება იყო პოლიტიკური კინკლაობა და ჟონგლიორობა

თავის დროზე ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება იყო პოლიტიკური კინკლაობა და ჟონგლიორობა

13 თებ 2019
გაბედვა ვინმეს მხრიდან, რომ იძალადოს ჟურნალისტზე და ოპერატორზე, ყოვლად წარმოუდგენელია

გაბედვა ვინმეს მხრიდან, რომ იძალადოს ჟურნალისტზე და ოპერატორზე, ყოვლად წარმოუდგენელია

ირაკლი შალიკაშვილი 07 ივლ 2021
საინტერესოა პარლამენტის თავმჯდომარე აპირებს თუ არა შემოუჭიროს მთავრობას და პარლამენტს ქამრები

საინტერესოა პარლამენტის თავმჯდომარე აპირებს თუ არა შემოუჭიროს მთავრობას და პარლამენტს ქამრები

ირაკლი შალიკაშვილი 03 თებ 2021

უახლესი ამბები

  • მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

    მანანა ჯებაშვილი: სააკაშვილს მოკლავენ „ვივამედის“ კლინიკაში

  • ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

    ნაყოფიას ინფორმაციით, კეზერაშვილს საქართველოში დაბრუნება სურს

  • ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

    ზვიად ძიძიგური: ამ ქვეყანაში ორპოლუსიანი თამაში თუ არ დამთავრდა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის მოუგებს, მით უმეტეს, დაპატიმრებულს, წონასწორობიდან გამოსულს და თავისუფლების მახვეწარ მიხეილ სააკაშვილს

  • ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

    ბრუნეის სულთნის ქალიშვილი თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა

  • დღე ისტორიაში – 27 იანვარი

    დღე ისტორიაში – 27 იანვარი

  • ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

    ვიქტორ იუშჩენკო: გული მტკივა ქართველი ერისა და მიშას გამო

  • ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

    ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა – ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს

  • გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

    გიორგი ჩალაძე: მიშა სავარძელშია. დამხმარე საშუალებითაც ვეღარ დგება

  • რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

    რატი ბრეგაძე: ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები არ არის სანდო და უტყუარი

  • აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

    აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 24 თებერვალს ევროპაში ვიზიტს გეგმავს – NBC

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge