NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გიგი უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით

გიგი უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით

10 თებ 2020 პოლიტიკა 566 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, გიგი უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც ხელისუფლება უკან ვეღარ დაბრუნდება.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უგულავას დაპატიმრება იქნება ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, მათ შორის, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს იმ მოლაპარაკებებს, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის.

„ყველას გვესმის, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ დევნა არის ის პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც მომდინარეობს ქვეყნის დღევანდელი ფორმალური და არაფორმალური ხელისუფლებისგან – ივანიშვილისგან და “ქართული ოცნებისგან“. ამას ადასტურებს ორკესტრირებული მოქმედებები პროკურატურის, სასამართლოს და პოლიციის მხრიდან ყველაფერში, რაც ეხება გიგი უგულავას. ამას ადასტურებს ის, რომ პირველივე საქმე, რომელსაც იღებს ახლად დანიშნული მოსამართლე შალვა თადუმაძე გახლავთ საქმე, რომელიც პროკურორმა თადუმაძემ გადააგზავნა უზენაეს სასამართლოში და ახლა პასუხისმგებელია განაჩენზე, რომელიც დადგება. მინდა ხელისუფლებამ იცოდეს, უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდებით. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ისედაც უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, მათ შორის, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს იმ მოლაპარკებებს, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. ამიტომ, ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ არ არის განაჩენი დამდგარი, მინდა ვიქონიო იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა საღი აზრი, არ დააზიანოს შეუქცევადად ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი და არ დაიზიანოს საკუთარი თავი.

ყველა ვხედავთ, რომ გიგი უგულავას დაპატიმრების არ ეშინია, არსად იმალება და არსად მიდის. გიგი უგულავას შეგნებული ბრძოლის ნაწილია ის,რომ შეგნებულად შეიძლება წახვიდე ციხეში, საქმე არის ხელისუფლებაზე, ბურთი არის ხელისუფლების მოედანზე. ან ეყოფათ საღი აზრი და ამ პროცესს არ მიიყვანენ იმ დასასრულამდე, რომლის ნიშნებიც სამწუხაროდ ჩანს, ან შეუქცევადად დაზიანდება გარემო და მათ შორის დაზიანდება მათი მომავალი პერსპექტივა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

2020-02-10
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩვენ გაკეთებული გვაქვს შეთავაზება 100/50-ზე – დიალოგის ფორმატისთვის მზად ვართ და გვჭირდება კონკრეტული პასუხი ჩვენ კომპრომისულ ვარიანტზე

შემდეგი სტატია

XC40 Recharge – ვოლვოს პირველი სრულად ელექტრომოდელი, „ანდროიდის“ საოპერაციო სისტემით

მსგავსი სტატიები

ასე დადიოდნენ უმრავლესობის წევრები პარტნიორ ქვეყნებში და უმტკიცებდნენ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართო, მაგრამ „კაცი ბჭობდა, ივანიშვილი იცინოდაო“

ასე დადიოდნენ უმრავლესობის წევრები პარტნიორ ქვეყნებში და უმტკიცებდნენ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართო, მაგრამ „კაცი ბჭობდა, ივანიშვილი იცინოდაო“

ირაკლი შალიკაშვილი 04 თებ 2020
საგამოძიებო კომისიაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორს უსმენენ

საგამოძიებო კომისიაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორს უსმენენ

25 ივნ 2018
ევროპული საქართველო” იუსტიციის საბჭოში დამტკიცებული სამი არამოსამართლე წევრის უკან გამოწვევას სთხოვს

ევროპული საქართველო” იუსტიციის საბჭოში დამტკიცებული სამი არამოსამართლე წევრის უკან გამოწვევას სთხოვს

ირაკლი შალიკაშვილი 27 მაი 2019

უახლესი ამბები

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

  • “ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი”

    “ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი”

  • ალეკო ელისაშვილი მზად არის შეხვდეს “ქართულ ოცნებას” საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით

    ალეკო ელისაშვილი მზად არის შეხვდეს “ქართულ ოცნებას” საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge