NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»თუ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციის მიერ შემოთავაზება იქნება კომპრომისული, ჩვენ ნებისმიერ ვარიანტზე ვიმსჯელებთ

თუ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციის მიერ შემოთავაზება იქნება კომპრომისული, ჩვენ ნებისმიერ ვარიანტზე ვიმსჯელებთ

07 თებ 2020 პოლიტიკა 432 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციის მიერ შემოთავაზება იქნება კომპრომისული, არ აქვს მნიშვნელობა რა ხარისხის, ჩვენ ნებისმიერ ვარიანტზე ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს.

მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან კომპრომისული შეთავაზება იყო 100/50 -ზე მოდელი და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მდინარაძის თქმით, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდს აზრი ექნება მაშინ, როცა ოპოზიციის მხრიდან რეალურ ვერსიას მოისმენენ.

„გუშინ ვნახეთ საზოგადოების მოტყუების მორიგი უშედეგო მცდელობა, როდესაც ვნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა სატელიტებმა ეუთო/ოდირის დასკვნის გასაღება სხვანაირად სცადეს. კარგია, რომ ეს მესიჯი მათ ვერ გაიტანეს. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ ის კონსტიტუციურობას არ აფასებს. გარდა ამისა, თქვა იგივე, რასაც ამბობენ ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორები, რომ ამასთან დაკავშირებით საჭიროა შედგეს კონსენსუსი. ჩვენი მხრიდან კომპრომისის შედეგია, რომ შევთავაზეთ 100/50-ზე, ნაცვლად 77/73- ისა. ოპოზიციას კი გარდა პროპორციული სისტემისა, სხვა მოდელი არ შემოუთავაზებია და ჩვენს შეთავაზებაზეც „არას” გარდა არაფერი უთქვამს. კონსენსუსის არსი ის არ არის, რომ ერთი მხარე დათმობაზე მიდის და მეორე მხარე – არაფერზე. ამიტომ ჩვენ ველოდებით მათ გადაწყვეტილებას. თუ ეს გადაწყვეტილება იქნება კომპრომისული, არ აქვს მნიშვნელობა რა ხარისხის იქნება, ჩვენ ნებისმიერ ვარიანტზე ვიმსჯელებთ.

მათ სიტყვა „კომპრომისის” არსიც კი არ ესმით. გუშინ ხომ გამოჩნდა, რომ მათ არ იცოდნენ ვისთვის უნდა მიემართათ კონსტიტუციურობის ტესტის გასავლელად. ახლა გვიწევს განვუმარტოთ სიტყვა „კომპრომისის” არსი. მეხუთე რაუნდი აზრს შეიძენს მაშინ, როდესაც მათ რეალურ, რაციონალურ ვერსიას მოვისმენთ კომპრომისთან დაკავშირებით,”- განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

2020-02-07
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩვენი გათვლებით, „ქართული ოცნება“ 50 %-იან ნიშნულს გადასცდება – მეორე ადგილზე არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც პარლამენტში 10-15 კაცით შევა

შემდეგი სტატია

გიგა ბოკერია ხელისუფლების შეთავაზებაზე – ოპოზიციისგან უკვე უარია ნათქვამი

მსგავსი სტატიები

პარლამენტის წევრები მზად არიან ხელი შეუწყონ ახალგაზრდა მკვლევარებს „მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეების” პროექტის განხორციელებაში

პარლამენტის წევრები მზად არიან ხელი შეუწყონ ახალგაზრდა მკვლევარებს „მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეების” პროექტის განხორციელებაში

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018
“ვიდგებით მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული” – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

“ვიდგებით მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული” – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

05 თებ 2019
დავით ბაქრაძე: 2017 წელი ამერიკულ-ქართული ურთიერთობებისთვის ერთერთი ყველაზე წარმატებული იყო

დავით ბაქრაძე: 2017 წელი ამერიკულ-ქართული ურთიერთობებისთვის ერთერთი ყველაზე წარმატებული იყო

20 იან 2018

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge