NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ოპოზიციამ ისიც ვერ გაიგო, თუ სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად”

“ოპოზიციამ ისიც ვერ გაიგო, თუ სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად”

06 თებ 2020 პოლიტიკა 730 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეუთო/ოდირის დასკვნას, ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან ურთიერთბრალდებები მოჰყვა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული ცვლილების პაკეტი საერთაშორისო ექსპერტებისთვის საერთოდ არ უნდა გაეგზავნათ, რადგან ეუთო ქვეყნის კონსტიტუციასთან საკანონდებლო ცვლილების შესაბამისობას არ ადგენს.

თეა წულუკიანმა დღეს მოლაპარაკების ერთ-ერთ რაუნდიდან გიგა ბოკერიასთან დიალოგი გაიხსენა.

“ამ დასკვნაში წერია ის, რასაც ახლა ვიტყვი. დავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი რა იყო მოლაპარაკების მაგიდასთან ჩემს მიერ ნათქვამი, რაც დღეს ოდირის დასკვნაში წერია.

როდესაც ბატონი ბოკერია თავს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამას ქვა ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ჩვენს პროექტს ოდირში გავაგზავნით, მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა, თუ იმ კანონის კონსტიტუციურობას, რაზეც მან ქირქილი წამოიწყო. დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც კონსტიტუციურობას შეამოწმებსო. ეს სამარცხვინოა, რადგან ოპოზიციამ ისიც ვერ გაიგო, თუ სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად,” – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულიკიანმა.

ევროპული საქართველოს წევრი გიგია ბოკერია კი მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს.

“უკვე თვეებია საჯაროდ ვიმეორებ და ეს მთლიანად ოპოზიციის გზავნილია, რომ დროზე მოეგოს გონს ივანიშვილი და შესაბამისად გონს მოეგებიან ყველა მისი კლოუნები წულუკიანის ჩათვლით, დაანებონ თავი ქვეყნის დაზიანებას, საზოგადოების დაზიანებასა და თავის პოლიტიკურ დაღუპვას. წაიღონ უკან შეურაცხყოფა, მიიღონ პროპორციული სისტემა და შეწყვიტონ ძალადობა. ეს არის ჩვენი საჯარო გზავნილი. რა დახურული შეხვედრა. ის ალბათ გულისხმობს მოლაპარაკებებს დიპლომატებთან, სადაც საიდუმლოდ დავემუქრე მას ამერიკის, ევროკავშირის და გერმანიის ელჩის თანდასწრებით. ტყუილად ნერვიულობს ის, ამას აჯობებს გონს მოეგონ და არ აკეთონ ეს ბრიყვული განცხადებები. სწორედ მათ უბიძგეს საზოგადოებას აღშფოთებისკენ, ზიანი მიაყენეს ქვეყანას და არანორმალური სცენარის რისკის ქვეშ დაგვაყენეს, რომელშიც ძალიან მწარედ დამარცხდებიან,” – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

2020-02-06
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობის საკითხი ეჭვქვეშ არ დგას

შემდეგი სტატია

UCSD Human Biology Undergraduate Program

მსგავსი სტატიები

ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმასა და შესაძლო შეჭრას

ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რაც წინა ხელისუფლებამ არაერთხელ დაუშვა, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმასა და შესაძლო შეჭრას

ირაკლი შალიკაშვილი 11 მარ 2021
„ნაცმოძრაობა“, „ევრონაცები“ და ბანკის ყოფილი ხელმძღვანელობა ხმაშეწყობილად გაჰკივიან” – კარლო კოპალიანი TBC-ის საქმეზე

„ნაცმოძრაობა“, „ევრონაცები“ და ბანკის ყოფილი ხელმძღვანელობა ხმაშეწყობილად გაჰკივიან” – კარლო კოპალიანი TBC-ის საქმეზე

ირაკლი შალიკაშვილი 05 მარ 2019

“ამ თემაზე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც და ვლადიმერ პუტინთანაც”

07 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge