საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი გაჩერებულიყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძე ამით ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდლის ბენ ჰოჯესის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა ანაკლიის პროექტის ძირის გამოსათხრელად და საქართველოს მთავრობაც კრემლის ზეწოლას დანებდა.
„ეს არის სრული სიმართლე, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი გაჩერებულიყო. დღეს არის ეს სიტუაცია, მაგრამ ვიმეორებ ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაიწყება როგორც კი „ქართულ ოცნებას“ ჩამოვაშორებთ ხელისუფლებიდან. ნებისმიერი სხვა განცხადება მინისტრების, რომ ისინი მხარს უჭერენ ანაკლიის პროექტს, არის ტყუილი, იმიტომ, რომ ის ქმედებები და ის მიზანმიმართული თავდასხმა, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ანაკლიის პროექტის მიმართულებით, თვალნათლივ ცხადყოფს მათ განწყობას, რომ ისინი მოწადინებული არ არიან, ანაკლიის პროექტი განხორციელებულიყო”, – განაცხადა ხაზარაძემ.
კომენტარები