NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ეუთო/ოდირი – საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას – სისტემის შერჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული, ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს

ეუთო/ოდირი – საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას – სისტემის შერჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული, ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს

06 თებ 2020 პოლიტიკა 814 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნებისმიერი საარჩევნო სისტემის შერჩევა ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც დაინტერესებულ მხარეებს რეფორმის პოზიტიური და ნეგატიური შედეგების განხილვის საშუალებას მისცემს. საარჩევნო სისტემის შერჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, თუკი არჩეული საარჩევნო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს, – ამის შესახებ ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, თუკი არჩეული საარჩევნო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს. საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას. საარჩევნო სისტემის შერჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს რეფორმის პოზიტიური და უარყოფითი შედეგები განიხილონ. ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონსენსუსის მიღწევის შედეგად მიღებული“,-ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სტრანდარტისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, ეუთო/ოდირი შემდეგ რეკომენდაციებს იძლევა:

„შეიცვალოს დებულება ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის შევსების წესის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ბიულეტენები, სადაც ამომრჩევლის სურვილი ნათლადაა გამოხატული ბათილად არ იქნას ცნობილი; გადაიხედოს ის დებულება, რომელიც უგულებელყოფს იმ ამომრჩევლების მიერ პარტიული სიებისთვის მიცემულ ხმებს, რომლებმაც ხმა მისცეს ამ ოლქში მაჟორიტარულ რბოლაში გამარჯვებულ დამოუკიდებელ კანდიდატს; ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არჩევნების შესაჯამებლად მიცემული ვადა საჭირო პერიოდს არ აღემატებოდეს და საარჩევნო დავების ვადებთან შესაბამისობაში იყოს; პოლიტიკურად ნეიტრალური მექანიზმის უზრუნველსაყოფად, გადაიხედოს იმ ქვეოლქის შერჩევის მეთოდი, რომელშიც ჩატარდება შუალედური არჩევნები; განხორციელდეს ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, დაემატოს დებულებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანდატების თანაბარი განაწილება ახალ მრავალწევრიან ოლქებს შორის; გადაიხედოს კანონპროექტი, განისაზღვროს რომელი დებულებები იცვლება და უზრუნველყოფილი იქნას ცვლილებების თანმიმდევრობა საარჩევნო კოდექსის არსებულ დებულებებთან“,- აღნიშნულია ეუთო/ოდირის შეფასებაში.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ცვლილებებზე შეფასების გაკეთების თხოვნით, ოპოზიციის მიერ მომზადებულ ე.წ გერანულ მოდელზე, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ეუთო/ოდირს 2019 წლის 9 დეკემბერს მიმართა.

კომენტარები

2020-02-06
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

What Everybody Dislikes About Write My Dissertation Uk and Why

შემდეგი სტატია

მოხსენებაში არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, რომ შეთავაზებული რეფორმა არაკონსტიტუციურია

მსგავსი სტატიები

ხოშტარია ხელისუფლებაზე: გადავლენ ზღვარს? მიიღებენ უარეს აქციას

ხოშტარია ხელისუფლებაზე: გადავლენ ზღვარს? მიიღებენ უარეს აქციას

ნინო ჩხეიძე 13 მარ 2023
მე თვითონაც ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და თქვენ წარმოიდგინეთ ცხენიც კი

მე თვითონაც ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და თქვენ წარმოიდგინეთ ცხენიც კი

ირაკლი შალიკაშვილი 10 თებ 2021
„ავლაბრის რეზიდენციის საკითხზე საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ“

„ავლაბრის რეზიდენციის საკითხზე საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ“

30 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge