NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა არამხოლოდ ქართველების, არამედ ოსებისაც

ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა არამხოლოდ ქართველების, არამედ ოსებისაც

06 თებ 2020 პოლიტიკა 349 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა არამხოლოდ ქართველების, რომელთაც ყველაზე მეტად ურტყამს ასეთი არამართლზომიერი და ჰუმანურობისგან სრულიად დაცლილი ზომა, არამედ ოსებისათვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვაზე საუბრისას განუცხდა.

მისი თქმით, “ახალგორის მიმართულებით ე.წ გადასასვლელი პუნქტის ამოქოლვა და ჩაკეტვა არის პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევი”.

“ყველა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენთვის ეს არის ყველაზე მთავარი საკითხი, იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორები იყვნენ ინფორმირებული და რაც მთავარია, ეს ინფორმირებულობა გადაიზარდოს რუსეთზე ზეწოლაში. ჩვენ საერთაშორისო და სხვა ფორმატების გამოყენებას არ ვერიდებით იმისთვის, რომ ეს უდიდესი ჰუმანიტარული პრობლემა იქნას დაძლეული. პირდაპირ ვამბობ, ეს ზომა, გადასასვლელის ჩაკეტვა არის ადამიანის მძევლად აყვანა არამხოლოდ ქართველების, რომელთაც ყველაზე მეტად ურტყამს ასეთი არამართლზომიერი და ჰუმანურობისგან სრულიად დაცლილი ზომა, არამედ ოსებისათვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩნენ ცხინვალის რეგიონში. 80%-ზე მეტით არის დაცარიელებული ეს რეგიონი. რა თქმა უნდა, დიდი წილი არის დევნილებზე, რომლებიც საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან, მაგრამ სხვები, ვისაც კი შეუძლიათ, გარბიან რეგიონიდან, იმიტომ, რომ იქ განვითარების ნულოვანი პერსპექტივაა“, – განაცხადა ციხელაშვილმა და დასძინა, რომ საუბედუროდ, ამ რეგიონში ძალიან რეგულარული პრაქტიკაა საბჭოთა თარიღების აღნიშვნა, ყელსახვევების ტარება, საბჭოთა ლიდერების პორტრეტების ფონზე სიმღერა.

„ეს არის ტრაგიკული იმიტომ, რომ ამაში ჩართულები არიან ახალგაზრდები და ბავშვები და ამას შეფასება არ სჭირდება, ეს არის წარსულისაკენ, რომელიც დაინგრა და უნდა დანგრეულიყო. ჩვენი პოლიტიკა არის ის პოლიტიკა, რომელიც სთავაზობს მათ ამ პერსპექტივას და სწორედ ამიტომ ჰქვია ინიციატივას, რომელიც ახლახანს წარმოვადგინეთ – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ეს არ არის მხოლოდ ტრანსფარენტული სათაური, ეს არის შინაარსი. ეს არის ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ვალდებულებაა მათზე ზრუნვა. ჩვენ გვაქვს ერთიანი მომავალი შერიგებისა და იმ მავთულხლართების დამარცხების გზით, რომელიც ასე უმიწყალოდ ჰყოფს საქართველოდ ტერიტორიას”,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

2020-02-06
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ოდირი ამბობს, რომ ოპოზიციის მოდელი უზრუნველყოფს უფრო სამართლიან და პროპორციულ წარმომადგენლობას პარლამენტში

შემდეგი სტატია

თუ გვინდა, დემოკრატიული თამაშის წესების წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლება შევაჩეროთ, უნდა გავერთიანდეთ, შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე და ამ სისტემითაც დავამარცხოთ ხელისუფლება

მსგავსი სტატიები

არასამთავრობები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ

არასამთავრობები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ

05 ივნ 2018
„ინაუგურაციის ღონისძიებაში მონაწილეობას ადასტურებს ნიკა მელია, იმედს გამოვთქვამთ, რომ არ მოაწყობს პროვოკაციას“

„ინაუგურაციის ღონისძიებაში მონაწილეობას ადასტურებს ნიკა მელია, იმედს გამოვთქვამთ, რომ არ მოაწყობს პროვოკაციას“

16 დეკ 2018
“გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

“გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

ირაკლი შალიკაშვილი 26 იან 2021

უახლესი ამბები

  • გიორგი ბარამიძე: ჩვენი კონკრეტული მოთხოვნებია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება …

    გიორგი ბარამიძე: ჩვენი კონკრეტული მოთხოვნებია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება …

  • ლილი ფოფხაძე – ხონჭიორის გზაზე

    ლილი ფოფხაძე – ხონჭიორის გზაზე

  • ქუჩაში სპონტანურად შესრულებული ,,ვარდები არ არიან” – ანრი ჯოხაძე & საბა ღურცკაია (ვიდეო)

    ქუჩაში სპონტანურად შესრულებული ,,ვარდები არ არიან” – ანრი ჯოხაძე & საბა ღურცკაია (ვიდეო)

  • თამარ კორძაია: ვურჩევდი ბატონ შალვა პაპუაშვილს, არ იდარდოს იმიტომ, რომ …

    თამარ კორძაია: ვურჩევდი ბატონ შალვა პაპუაშვილს, არ იდარდოს იმიტომ, რომ …

  • თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

    თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

  • მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

    მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

  • თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

    თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

  • 16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

    16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

  • მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

    მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

  • სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

    სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge