NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნამდვილი სირცხვილი ის არის, “ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტები „სირცხვილის კორიდორებს“ სხვა ვინმეს რომ უკეთებენ

ნამდვილი სირცხვილი ის არის, “ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტები „სირცხვილის კორიდორებს“ სხვა ვინმეს რომ უკეთებენ

03 თებ 2020 პოლიტიკა 871 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ალბათ, ნამდვილი სირცხვილი ის არის, “ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტები „სირცხვილის კორიდორებს“ სხვა ვინმეს რომ უკეთებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატიაში რაღაც ფასის გადახდა ყველა სახელმწიფოს უწევს, ვისაც უნდა დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება.

“თუ მათ ნამდვილად უნდათ, რომ ოპონირების რეჟიმში შევიდნენ და ვიკამათოთ მათთან რაიმე თემაზე, მათ შეუძლიათ ეს 30-40 კაციანი აქციებიც გააგრძელონ, შემოვიდნენ და აქაც ვიკამათოთ რეალურ თემებზე, რეალურ გამოწვევებზე, იმაზე იყო თუ არა შეცდომა, დაპირებისგან უკან წასვლა, გადაწყვეტილების აუსრულებლობა, იყო თუ არა სპექტაკლი თუ შიდადემოკრატიული პროცესი. ამ თემებზე სალაპარაკოდ არ შემოდიან ერთადერთი მიზეზით -ამ არგუმენტებში აუცილებლად დამარცხდებიან. შემდეგ ვერ გაუგზავნიან ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს ყალბ და „ფეიკ“ ნიუსებს. ამ კამათში გამოიკვეთება სიმართლე და სიმართლე გამოიკვეთება მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარისა და ვიცე -სპიკერის ამერიკაში ვიზიტის დროს, სადაც ვამხელთ იმ „ფეიკ ნიუსებს“, რომელზე დაყრდნობითაც გარკვეული განცხადებები კეთდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუ პიკეტირების დროს იქნება საკანონმდებლო საქმიანობაში ხელშეშლა, ამას მოყვება კანონისმიერი რეაგირება.

“თუ იქნება სირცხვილის კორიდორი და ამ შემთხვევაში არმოხდება ხელშეშლა გადაადგილებაში, არ შეიზღუდება საქმიანობა, მაშინ ბუნებრივია, რაიმე კანონისმიერი იძულებითი ღონისძიებები სახელმწიფოს არ დასჭირდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 4 თებერვალს საგაზაფხულო სესია იხსნება, რის პარალელურადაც ოპოზიცია პარლამენტთან პიკეტირებას და უმრავლესობის წევრი დეპუტატებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები

2020-02-03
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პიკეტირებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ პროცესთან, რასაც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ჰქვია – ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია

შემდეგი სტატია

Is There Anything As The Dismal Science?

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

10 სექ 2018

„რას გვიზამთ 150 საკანი რომ ჩავდგათ?!“

07 ნოე 2018
„ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი

„ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი

ირაკლი შალიკაშვილი 29 მარ 2021

უახლესი ამბები

  • სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

    სერგეი ლავროვი: მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს

  • გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

    გიგა ბოკერია: ლავროვის განცხადებები იმის დასტურია, რომ …

  • გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

    გიორგი გახარია: პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან

  • მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დაკითხვას ითხოვს

  • ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

    ოთარ იოსელიანი: რუსეთმა თავისი სიველურე გამოაჩინა, უკრაინასთან ომის დაწყება ფსიქიკურად შერყეულ ადამიანს შეეძლო წამოეწყო

  • გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

    გაზრდილი მოთხოვნა „ტოიოტას“ ბრენდის ავტომობილებზე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ წარმატებული 2022 წელი

  • მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

    მედია: მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

  • ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

    ქეთი დევდარიანი: მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ …

  • ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

    ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში – დიაბეტიანი ბავშვების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

  • მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

    მატეუშ მორავეცკი: …ეს იქნება ძალიან მძიმე შეტევა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge