NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»საეკლესიო სასამართლო ერთ-ერთი გამოსავალია, სადაც დაბალი იერარქიის სასულიერო პირები და ერის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას – დავიწყოთ ჩემით

საეკლესიო სასამართლო ერთ-ერთი გამოსავალია, სადაც დაბალი იერარქიის სასულიერო პირები და ერის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას – დავიწყოთ ჩემით

30 იან 2020 საზოგადოება 2495 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, საპატრიარქოში არსებული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ საეკლესიო სასამართლო შეიქმნას.

როგორც მეუფე პეტრემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ სასამართლოში დაბალი იერარქიის სასულიერო პირები და ერის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას.

“მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და მამა ანდრიას მიმართ უპასუხისმგებლო ბრძანებით მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერება, როგორც თვითონ განმარტეს, რომ პატრიარქი იყო ქალაქგარეთ, მაგრამ შეათანხმეს, ეს არის მორიგი უსამართლობა, უკანონობა და უხეში კანონდარღვევა. გაცხადდა, თუ რამდენად აიგნორებს რჯულის კანონს საქართველოს საპატრიარქო, რომელიც მმართველი ორგანოა საქართველოს ეკლესიის.

ასეთი დამოკიდებულება და მსგავსი უწესრიგობა აუცილებლად მიგვიყვანს სავალალო შედეგამდე. უარესდება მდგომარეობა და ეკლესიის ავტორიტეტზე ეს აისახება ნეგატიურად.

ერთადერთი გამოსავალი არის, რომ საზოგადოება მიხვდეს და ვაიძულოთ ჩვენი სულიერი ხელმძღვანელობა, რომ ავამოქმედოთ საეკლესიო სასამართლო, რომლის ფუნქციაც მითვისებული აქვს სინოდს, მაგრამ არასდროს საეკლესიო სამართლის ფორმატით არც ერთი საკითხი, რაც მე სინოდის წევრი ვარ, 2002 წლიდან არ განხილულა და დღემდე კანონს მაღლა ხელმწიფების დამოკიდებულებით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რაც არის შერჩევითი სამართალი და ფარისევლობა”,- განაცხადა მეუფემ.

მისი თქმით, ტრაგიკულია, რომ პატრიარქს სიმართლის მოსმენა არ სურს.

“პარიარქმა უნდა მოისმინოს მხილება. ეს არის ძალიან ტრაგიკული, როდესაც მას არ უნდა სიმართლის მოსმენა, მამა ანდრია სარიას თუ სხვა სასულიერო პირებს, რომლებმაც ხმა აღიმაღლეს ამ უკანონობის და უზნეობის წინააღმდეგ, რომელიც არის გამეფებული დღეს დედა ეკლესიაში, მხოლოდ სადამსჯელო პოლიტიკის გატარება მოხდა, რომელიც არის საბჭოთა დამოკიდებულება, რეჟიმის, რომელსაც სძაგდა სიმართლე.

საპატრიარქო ისევე უფრთხის და ეშინია სიმართლის და სიმართლის მთქმელი ადამიანების, როგორც ბოროტს ეშინის ჯვრისა.

საეკლესიო სასამართლო არის ერთ-ერთი გამოსავალი, სადაც დაბალი იერარქიის სასულიერო პირები და ერის ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას და დავიწყოთ ჩემით. პატრიარქს მივმართე სიტყვებით, რომ დავიწყოთ მხილებით და ჩემგან დავიწყოთ, ნუ მომერიდებით, ნურც ნურავის მოერიდებით პატივის გამო, მაგრამ ნურც ნურავის დაჩაგრავთ პატივის არქონის გამო. მაგრამ პატრიარქი დადუმდა, ის არ აღმოჩნდა მზად ჯერ კიდევ წლების წინ მხილებისთვის და ის არ აღმოჩნდა დღესაც მხილებისთვის, რომ შეხვედროდა მამა ანდრიას და მოესმინა მისი დაგროვებული გულისტკივილი ეკლესიაში არსებული პრობლემების მიმართ. სინოდის წევრები, ისევე როგორც პატრიარქი არ უნდა დადგნენ კანონზე მაღლა”,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

რაც შეეხება სინოდის სხდომას, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ გასულ წელს ის მინიმუმ ორჯერ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ერთხელ ჩატარდა და მხოლოდ რამდეჯიმე საკითხი განიხილეს.

“სინოდის სხდომა ჩატარდა მხოლოდ ერთხელ პატრიარქი იყო ვალდებული მინიმუმ ორჯერ ჩაეტარებინა. თვითონ გამოვიდა და თქვა, გაგვაკრიტიკა თითქოს ჩვენ ვიყავით დამნაშავე, რომ მეორედ არ ჩატარდა. ჩატარდა მხოლოდ ერთხელ და ისიც 2 თუ 3 საკითხი განვიხილეთ”,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

კომენტარები

2020-01-30
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხელისუფლების მხრიდან სენატორების განცხადება რეაგირების გარეშე არ დარჩება

შემდეგი სტატია

დელეგაციის საქართველოში არშემოშვება დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით

მსგავსი სტატიები

გია ხუხაშვილი: გოგაშვილის დაკითხვას რომ აზრი არა აქვს, გასაგებია

გია ხუხაშვილი: გოგაშვილის დაკითხვას რომ აზრი არა აქვს, გასაგებია

ნინო ჩხეიძე 16 ივლ 2022
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 28 617 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 28 617 ტესტი ჩატარდა

ირაკლი შალიკაშვილი 30 ივნ 2021
“ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც იძახის, აღდგომას ეკლესიაში არ მიხვიდეთო? ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ…”

“ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც იძახის, აღდგომას ეკლესიაში არ მიხვიდეთო? ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ…”

ნინო ჩხეიძე 17 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

  • პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

    პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

  • ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

    ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

  • ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

    ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

  • მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

    მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

  • “ვიზე ვზრუნავთ? უწამლო და უსაკვებო ხანდაზმულებს ვთავაზობთ აუზს? თუ წამლიანებსა და დანაყრებულებს?”

    “ვიზე ვზრუნავთ? უწამლო და უსაკვებო ხანდაზმულებს ვთავაზობთ აუზს? თუ წამლიანებსა და დანაყრებულებს?”

  • ფილმები ცხოველთა მოყვარულთათვის

    ფილმები ცხოველთა მოყვარულთათვის

  • “ის ჩემი საუკეთესო მეგობარია”, – ჰეილი ბიბერი ჯასტინ ბიბერის შესახებ

    “ის ჩემი საუკეთესო მეგობარია”, – ჰეილი ბიბერი ჯასტინ ბიბერის შესახებ

  • მაგნიტური აფეთქებები მზის ზედაპირზე

    მაგნიტური აფეთქებები მზის ზედაპირზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge