NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის PACE-ში გამოსვლას სამარცხვინოს და ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიმყენებელს უწოდებს

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის PACE-ში გამოსვლას სამარცხვინოს და ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიმყენებელს უწოდებს

29 იან 2020 პოლიტიკა 1353 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამარცხვინო და ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიმყენებელი – ასე აფასებენ პრეზიდენტის ევროსაბჭოში გამოსვლას ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ხელისუფლება რუსული ინტერესების გამტარებელია და სწორედ ეს პოზიცია აშკარა კიდევ ერთხელ გახადა ქვეყნის პირველმა პირმა ევროსაბჭოს ტრიბუნიდან.

“საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროსაბჭოში იყო, ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, სამარცხვინო და ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიმყენებელი, მან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა და აქედან ყველა მიმართულებით პრობლემები აჩვენა. მან არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ ესაუბრა ოკუპაციაზე და იმაზე, რომ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის სანქციების დაწესება. მან თქვა, რომ საქართველო აპირებს ოკუპაციის კანონის გვერდის ავლით საქართველოში ოკუპანტების შემოშვებას და ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი თავისუფალი სამყაროსთვის,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ბარამიძის თქმით, ხელისუფლების მსგავს ქმედებებს ქართული საზოგადოება არჩევნებზე გასცემს პასუხს და ეს რეჟიმი მმართველობას ჩამოცილდება:

“ამ ადამიანებს არ ამოძრავებთ არც საქართველოს რეალური ეროვნული ინტერესები, არც საქართველოს კანონისა და სახელმწიფოებრიობის პატივისცემა, არამედ მათ აქვთ თავისი კონკრეტული ამოცანები, რომელიც სამწუხაროდ პირდაპირ ემთხვევა პუტინის ინტერესებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ ქართულ საზოგადოებას ექნება შესაბამისი ადეკვატური ქმედება, როდესაც ეს რეჟიმი საპარლამენტო არჩევნებზე მოსცილდება ქვეყნის ხელისუფლებას, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ოპოზიციისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ უმრავლესობაში. მათი თქმით, დელეგაციის ჩამოსვლას ქვეყანაში ერთი ადამიანი ვერ გადაწყვეტს და საბოლოო სიტყვა მმართველმა გუნდმა უნდა თქვას.

“მსგავსი ღონისძიების ჩატარების საკითხს ვერ წყვეტს და არ გადაწყვეტს მხოლოდ ერთი ადამიანი. ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარების საკითხი წყდება ჩვენი ჩართულობით ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ამას უნდა ქონდეს ასევე ლოგიკური შესაბამისობა,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

2020-01-29
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩინეთი თანახმაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შესასწავლად, სასწრაფოდ გაუგზავნოს საერთაშორისო ექსპერტები

შემდეგი სტატია

Mediate Nursing Theories Quizlet

მსგავსი სტატიები

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

27 ოქტ 2017

„ეს იყო ძალიან სუსტი პრეზიდენტის ძალიან სუსტი გამოსვლა“

03 მაი 2018
ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ირაკლი შალიკაშვილი 13 აპრ 2020

უახლესი ამბები

  • “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

    “არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს”

  • „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

    „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც საელჩოს და „ნაცმოძრაობის“ ლობისტის თომას ილვესის პირით გაახმოვანეს – ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან ომის დაწყებას ითხოვდა

  • ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

    ნეკა დოროყაშვილი – ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

  • რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

    რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან – დემილიტარიზაცია ამოქმედებულია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

  • ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

    ნინი გო­გაშ­ვი­ლი: მა­მა­ჩე­მი ვი­სი­თაც ამა­ყობ­და, ძმა და მე­გო­ბა­რი ეგო­ნა, დღეს ცი­ხე­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას სა­ხე­ლით

  • სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

    სალომე ზურაბიშვილი: დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო

  • ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

    ყველა იმ გადაწყვეტილებამ, რომელსაც ვიღებთ, არ უნდა გაურთულოს რუსეთის მოქალაქეებს დიქტატურისგან თავის დაღწევა

  • თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

    თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს

  • ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

    ერევანში, “სურმალუს” სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge