NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შეიძლება დღეს ბერაიამ თქვას, რა დიდებულად წავიდა იზორია ელჩად, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ საქმეები იყო აღძრული სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით

შეიძლება დღეს ბერაიამ თქვას, რა დიდებულად წავიდა იზორია ელჩად, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ საქმეები იყო აღძრული სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით

28 იან 2020 პოლიტიკა 864 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შეიძლება გამოვიდეს დღეს ბერაია და თქვას, რომ უღირსეულესად წავიდა ლევან იზორია თანამდებობიდან, რა დიდებულად წავიდა ელჩად, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ საქმეები იყო აღძრული სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილია დანაშაულებრივი სისტემა და ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უნდა უკვირდეთ, რომ მათ კონგრესმენები აკრიტიკებენ.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას აქვს იმდენი რესურსი, რომ ალტერნატიული ინფორმაციაც მიიტანოს მათთან, ამიტომ ხელისუფლების წუწუნი, რომ ისინი ვერ ახერხებენ ინფორმაციის მიტანას, მიუთითებს მათ სისუსტეზე და ეს არ არის მათი დადებითი მხარე.

„საგანგაშოს ვხედავ სისტემაში, რომელიც არის ჩვენთან ქვეყანაში შექმნილი. სისტემა რა არის? ეს არის სააკაშვილის მიერ შექმნილი მემკვიდრეობის გაგრძელება, ელიტური კორუფცია, სახელისუფლებო შტოების ტოტალური კონტროლი, ეს არის დაშვება ქვეყანაში კორუფციის, რომ ხელისუფალმა უფრო მარტივად მართოს თანამდებობის პირები, ადამიანების გასვრა, დაშანტაჟება, ზუსტად ის მეთოდები, რომლითაც მართავდა ქვეყანას სააკაშვილი. ბუნებრივია, ეს ხელისუფლება ნაკლებ ბრუტალურია, ნაკლებად ტანჯავს ფიზიკურად ადამიანებს, იქ სისტემა უცებ ანადგურებდა ადამიანებს, ეს სისტემა ნელ- ნელა ყველას პრობლემას შეუქმნის. რა სისტემაა ეს? ეს არის სისტემა, სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია მინისტრზე, რომ ის არის კორუმპირებული და მან აკეთა ფული და მერე ერთ დღეს მოხსნან და იმის ნაცვლად, რომ ბორკილები დაადონ, შეიძლება გაუშვან ელჩად. შეიძლება გამოვიდეს დღეს ბერაია და თქვას, რომ უღირსეულესად წავიდა ლევან იზორია თანამდებობიდან, რა დიდებულად წავიდა ელჩად, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ საქმეები იყო აღძრული სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით.

არაფერი გააკეთა სახელმწიფომ, იმიტომ, რომ ის ბოლომდე დარჩა სისტემის ერთგული. ის სისტემამ არ დასაჯა, გადაიყვანა ელჩად. ჩვენ გვეცოდინება, რომ ჩვენ გვყავს ახლა ელჩი, რომლის წინააღმდეგაც საქმეებია აღძრული სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე პრობლემას ვხედავ იმ სისტემაში, რომელიც დღეს არის შექმნილი. ბევრი კონგრესმენი სწორად აპელირებს ამ სისტემის ნაკლოვანებაზე, ნუ წყინთ ეს უმრავლესობის წარმომადგნელების, რადგან თვითონ არიან ამ სისტემის ნაწილი, თვითონაც არიან კორუფციაში გახვეული, თვითონაც აკეთებენ ყველაფერს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობა გაზარდონ, შესაბამისად, ამ რეალობაზე საუბრობენ კონგრესმენები.

ჩვენთან დეპუტატებს შემოაქვთ კანონები, რომლის უკან დგას კონკრეტული ინტერესები. ახლაც კი, თამბაქოს სფეროში რეგულაციების შემოტანაზე კანონპროექტი კორუფციულია იმიტომ, რომ ამის უკან ვანო ჩხარტიშვილის ინტერესი დგას. ამიტომ ნუ უკვირთ, რომ ამაზე საუბრობენ,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

2020-01-28
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Die Universität Berlin ist eine der angesehensten Bildungseinrichtungen at Deutschland.

შემდეგი სტატია

ვინც არ უნდა ყოფილიყო წარდგენილი გენერალური პროკურორობის კანდიდატად, ოპოზიციის მხრიდან ყველა შემთხვევაში იქნებოდა კრიტიკა

მსგავსი სტატიები

„ევროპული საქართველო“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს წინადადებები ცვლილებების მეტად დახვეწისთვის

„ევროპული საქართველო“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს წინადადებები ცვლილებების მეტად დახვეწისთვის

ირაკლი შალიკაშვილი 05 აგვ 2019
სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე დღის წესრიგში ისევ დგას ვიღაცების დაჭერა და რომელიღაც პოლიტიკური პარტიის რადარებიდან გაქრობა

სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე დღის წესრიგში ისევ დგას ვიღაცების დაჭერა და რომელიღაც პოლიტიკური პარტიის რადარებიდან გაქრობა

ირაკლი შალიკაშვილი 22 თებ 2021
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები ​მსვლელობას მართავენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები ​მსვლელობას მართავენ

ირაკლი შალიკაშვილი 15 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

    მედია: აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

    სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

  • თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

    თეთრი მარმარილოს შედევრი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

  • დღე ისტორიაში – 31 მაისი

    დღე ისტორიაში – 31 მაისი

  • მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

    მედია: ჯიპი ისეთი სისწრაფით მოდიოდა, რომ მაღალი ბორდიური გაანგრია და სახლის ეზოში შევარდა, 2 კაცი მძიმე მდგომარეობაშია

  • გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

    გიგა ბოკერია: ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი

  • ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

    ვალუტის კურსი – ლარი გაუფასურდა

  • ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

    ანა ნაცვლიშვილი: რიტორიკულ კითხვას ვსვამ: პუტინმა რომ ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, საქართველოში მოფრინავს „აზიმუტით“, რას აპირებს ხელისუფლება?

  • კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

    კობახიძე: თუ პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას დათანხმდება, გამოდის, რომ რასაც გვარამია ზურაბიშვილს ეძახდა, სწორი ყოფილა

  • შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

    შოიგუ: კიევი ნატოს იარაღს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge