NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გვაქვს ინფორმაცია, რომ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე მისაღები რეზოლუციისთვის საკმაოდ მძიმე ტექსტები მზადდება

გვაქვს ინფორმაცია, რომ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე მისაღები რეზოლუციისთვის საკმაოდ მძიმე ტექსტები მზადდება

23 იან 2020 პოლიტიკა 3268 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გვაქვს ინფორმაცია, რომ 12-13 თებერვლისთვის დაგეგმილ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე მისაღები რეზოლუციისთვის საკმაოდ მძიმე ტექსტები მზადდება, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, განწყობა არის საკმაოდ კრიტიკული და ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გამოთქმული კრიტიკა გასათვალისწინებელია.

„მე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი იმას, რომ ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი სახის კრიტიკა არ არის გასათვალისწინებელი. აბსურდია! რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, მით უმეტეს, გასათვალისწინებელია უახლესი მოვლენების კონტექსტშიც. როგორც იცით, გუშინდელი ღია მოსმენა საგარეო კომიტეტის სხდომაზე ბრიუსელში იყო ერთ-ერთი რიგითი მოსმენა, სადაც დაემატა შიდა პოლიტიკური მდგომარეობის განხილვის თემა გუშინდელ დაგეგმილ ღონისძიებას, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ დასწრება არ იყო სათანადო. თუმცა, ეს არ ნიშნავს ამ შემთხვევში დიდად არაფერს, რადგან ვიცით განწყობა, ვინც დაინტერესებულები ვართ, რომ ვიცოდეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების შეხედულებები და აზრები. განწყობა არის საკმაოდ კრიტიკული. გუშინ აქტიურობდნენ ის სპიკერები, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური ჯგუფებისგან ჰქონდათ დავალებული გაეჟღერებინათ მკაცრი კრიტიკული აზრები, რაც შეძლეს 2 წუთის განმავლობაში რეგლამენტით გათვალისწინებულ დროში.

გუშინ გამოსულმა ქალბატონმა, რომელიც არის სამხრეთ კავკასია-ევროკავშირის საპარლამენტთაშორისი ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან განაცხადა, რომ ახლა ზოგადი შეფასებით შემოვიფარგლები, მაგრამ ძალიან კონკრეტული შეხედულებები ჩვენ გამზადებული გვაქვს 12-13 თებერვლისთვის დაგეგმილ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე წარმოსადგენად, რომელიც სტრასბურგში გაიმართება. ამ კომიტეტის სხდომაზე იქნება სწორედ რეზოლუცია მიღებული, რომელიც შემდეგ, როგორც წესი, ხდება ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ რეზოლუციისთვის საკმაოდ მძიმე ტექსტები მზადდება და ამის წინაპირობა აშკარად დავინახეთ. აქცენტები იქნება უპირველესად იმ მიმართულებებზე, რაზეც გუშინ იყო საუბარი, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე და პრესის თავისუფლებაზე“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

2020-01-23
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ხუხაშვილი კონგრესმენების წერილზე – ეს ბიძინა ივანიშვილისთვის არის მიწერილი, გახარია ჩვეულებრივი ფოსტალიონია – ის შემთხვევა, „მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგონეო“

შემდეგი სტატია

საია-მ ომბუდსმენის წარმომადგენლისა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

მსგავსი სტატიები

ანაკლიის პროექტის მთავარი მენეჯერი სახელმწიფოა და პორტი უნდა აშენდეს, ამის შესახებ ხაზარაძე განაცხადებს თუ არა!

ანაკლიის პროექტის მთავარი მენეჯერი სახელმწიფოა და პორტი უნდა აშენდეს, ამის შესახებ ხაზარაძე განაცხადებს თუ არა!

ირაკლი შალიკაშვილი 25 ივლ 2019
„იუსტიციის სახლები, დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული“

„იუსტიციის სახლები, დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მოსული“

28 სექ 2018
ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა

ირაკლი კობახიძე სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა

28 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge