NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გასაოცარი დემოკრატიის მეშვიდე წელს, ევროპარლამენტიდან გასაოცარ კრიტიკას ვიღებთ

გასაოცარი დემოკრატიის მეშვიდე წელს, ევროპარლამენტიდან გასაოცარ კრიტიკას ვიღებთ

22 იან 2020 პოლიტიკა 740 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გასაოცარი დემოკრატიის მეშვიდე წელს, ევროპარლამენტიდან ვიღებთ გასაოცარ კრიტიკას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს პარტნიორები ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ, რაც ადასტურებს იმას, რომ მათ კარგად ესმით, თუ ვინ იღებს რეალურად გადაწყვეტილებებს.

„პრაქტიკულად არავის მსოფლიოში, ვინც საქართველოზე ფიქრობს, საქართველოს მეგობრებს, არავის სჯერა ივანიშვილის ვერსიის, რომ თურმე იქ დაჩი ბერაიამ და ხუნდაძემ ხმა აიმაღლეს და ამბოხი მოაწყვეს. კატეგორიული მოთხოვნაა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და აქაც სრულიად ყველაფერს აეხადა ფარდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპარლამენტარები იმ ადამიანებს, ვინც დღეს უკანონოდ იმყოფებიან ციხეში, უწოდებენ პოლიტპატიმრებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც აღარ დარჩა დამოუკიდებელი ტელევიზია, რომლის დირექტორი ან მფლობელი დაკითხვაზე არ დადის, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყველა პოლიტიკური ლიდერი ან დასაჭერთა სიაშია ან დაჭერილია და მიდის გამალებული რეპრესიები. ყველაფერ ამას ემატება ის გარემოება, რომ პრაქტიკულად ტრენდი იქმნება მსოფლიოში, რომ აგერ პუტინიც კი, რომელიც თავისი ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივებას ცდილობს, ბაძავს იმ სისტემას, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა არაფორმალური მმართველობის პირობებში. მთავარი რაც არის, ივანიშვილმა არაფორმალური მართვა იმიტომ კი არ გადაწყვიტა, რომ ეზარებოდა მართვა, თუმცა, ესეც არის, გადაწყვიტა იმიტომ, რომ არ გამოჩენილიყო, დამალულიყო და ეს საქმეები პირდაპირ, ასე ვთქვათ, არ შეტენოდა, მაგრამ აქაც მან სრული ფიასკო განიცადა, რადგან ვნახეთ ევროპარლამენტში პასუხისმგებელი არავის უხსენებია მათ შორის გახარიაც კი, არამედ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი და ეს ყველას კარგად აქვს გასიგრძეგანებული. ამიტომ, ვერც პასუხისმგებლობას გაექცევა და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ რაც უფრო გააჭიანურებს პროცესს ნორმალური საარჩევნო სისტემის დაბრუნებისკენ, მანამდე ეს კრიტიკა არ დამთავრდება, მეტიც იქნება შეუქცევადი და საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ მიიყვანს სრულ დელიგიტიმაციამდე,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იყო საუბარი. ევროპარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლის შემდეგ ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს. ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის მხრიდან მწვავე განცხადება გაკეთდა, მათ შორის საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლების პროკურატურაში დაბარებაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნაზე და ასე შემდეგ.

კომენტარები

2020-01-22
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

2012 წლიდან წულუკიანის და ივანიშვილის ყველაზე სანდო მოკავშირე “ქურდული სამყაროა”, ამიტომ ისინი კბილებით იცავენ მათ ინტერესებს

შემდეგი სტატია

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!

მსგავსი სტატიები

რესტრუქტურიზაციის შემდეგ TBC-ს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში დამფუძნებელი აქციონერები აღარ იქნებიან

რესტრუქტურიზაციის შემდეგ TBC-ს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში დამფუძნებელი აქციონერები აღარ იქნებიან

21 თებ 2019
კვირიკაშვილი: სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში

კვირიკაშვილი: სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტიკების რეალიზატორებთან მიმართებაში

10 მაი 2018
“მთავარია არ გაიხსნას ივანიშვილ-კალაძის სატაქსო კომპანიები” – ნათელაშვილის თქმით, ძალაუფლების სადავეებს ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფს გადასცემს

“მთავარია არ გაიხსნას ივანიშვილ-კალაძის სატაქსო კომპანიები” – ნათელაშვილის თქმით, ძალაუფლების სადავეებს ტაქსისტთა საინიციატივო ჯგუფს გადასცემს

16 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge