NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“ოცნების” უსუსურობაა, რომ რომელიღაც ამერიკელი პოლიტიკოსი, თავს უფლებას აძლევს ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს

“ოცნების” უსუსურობაა, რომ რომელიღაც ამერიკელი პოლიტიკოსი, თავს უფლებას აძლევს ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს

20 იან 2020 პოლიტიკა 949 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა აშშ-ს კონგრესმენ მარკუეინ მალინის კრიტიკულ წერილში ნახსენებ კომპანია “ფრონტერაზე” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხსენებული კომპანია ქვეყანაში საკმაოდ ცუდი რეპუტაციით სარგებლობს. ნაცვლიშვილი კომპანიის მხრიდან ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზეც საუბრობს.

“პოლიტიკოსი, რომელმაც ასე სიხარულით გაიზიარა ამ კონგრესმენის, მალინის განცხადება, არის ჩვეულებრივი კოლონიური მენტალობის და ცნობიერების ადამიანი. ვისაც რეალურად აინტერესებს რა ხდება “ფრონტერაში“, შეუძლია ჩავიდეს დედოფლისწყაროში, მე-11 თვეა 11 თვის ხელფასი არ აუღიათ იქ დასაქმებულებს. რომელიღაცა პოლიტიკოსი, ამერიკელი, არ ვიცი რა მოტივაციით, ფული აქვს აღებული თუ გაუცნობიერებელია ამ ვითარებაში, თავს უფლებას აძლევს, რომ ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს, რაც ძალიან ცუდია, რადგან ეს არის “ქართული ოცნების” უსუსურობა,”- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ მალინის განცხადება ხელისუფლებისთვის სახიფათო სიგნალია და მისი იგნორირება არ უნდა მოხდეს.

“ეს წერილიც ძალიან უარყოფითი სიგნალია სხვა ჩვენს ქვეყანაში საქმიანობით დაინტერესებული პირებისთვის. ძალიან სამწუხაროა თავად ხელისუფლების პოზიცია, რომელიც როგორც ქართული საზოგადოების მიმართ ისე შეეჩვია ჩვენი უცხოელი მეგობარი ქვეყნების და პარტნიორების მხრიდან წამოსული კრიტიკის იგნორირებას, დაბრალებას, რომ ის არასწორ ინფორმაციას ემყარება და მცდელობას, რომ საზოგადოებას წარმოუდგინონ ისე, თითქოს ეს ადამიანები ცდებიან და რაღაც ჭორებს არიან აყოლილი,”- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ კონგრესის წევრმა მარკუეინ მალინიმ საქართველოს მთავრობის სახელზე გამოგზავნილ საკუთარ წერილში შეშფოთება გამოთქვა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო.

კომენტარები

2020-01-20
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ახალგორის მიმართულებით მიმოსვლის გახსნა არის მთავარი საკითხი, რაზეც ყველა ფორმატში ვსაუბრობთ

შემდეგი სტატია

თუ ოპოზიცია არ დათანხმდება ჩვენს წინადადებას, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება

მსგავსი სტატიები

ბესელიას აზრით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი კომიტეტზე მიზანმიმართულად არ გააქვთ

ბესელიას აზრით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი კომიტეტზე მიზანმიმართულად არ გააქვთ

18 თებ 2019
ეკა ბესელია: ყველაფერს შეეგუება „ქართული ოცნება“, შეიძლება ყველაფერი გაწიროს, მაგრამ …

ეკა ბესელია: ყველაფერს შეეგუება „ქართული ოცნება“, შეიძლება ყველაფერი გაწიროს, მაგრამ …

ნინო ჩხეიძე 04 თებ 2022
„ე, მანდ“, თეატრების საქმიანობაში მე არ ვერევი – ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება

„ე, მანდ“, თეატრების საქმიანობაში მე არ ვერევი – ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება

ირაკლი შალიკაშვილი 21 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • გია ხუროშვილი: ყირიმიდან გაგრამდე 12 საათი გჭირდება მანქანით! ხოდა ყირიმს ფაშისტები ტოვებენ!- პუტინი მარცხდება!

    გია ხუროშვილი: ყირიმიდან გაგრამდე 12 საათი გჭირდება მანქანით! ხოდა ყირიმს ფაშისტები ტოვებენ!- პუტინი მარცხდება!

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წალკაში ყველის საწარმო აშენდა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წალკაში ყველის საწარმო აშენდა

  • ხოფერია: და იცით, რას ვფიქრობ? მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ უმრავლესობას გამოყოფილი დეპუტატები. დიდ საქმეს!

    ხოფერია: და იცით, რას ვფიქრობ? მართლაც დიდ საქმეს აკეთებენ უმრავლესობას გამოყოფილი დეპუტატები. დიდ საქმეს!

  • ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტს” მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს ახალი კანონი

    ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტს” მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს ახალი კანონი

  • აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

    აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

  • ზელენსკი: იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა

    ზელენსკი: იმისათვის, რომ ოკუპანტები უკრაინიდან განვდევნოთ, რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო უნდა გაუჭირდეს ბრძოლა

  • ცეცხლი, ვარსკვლავი, ფენომენი – რას წერენ იტალიელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე სადებიუტო მატჩის შემდეგ

    ცეცხლი, ვარსკვლავი, ფენომენი – რას წერენ იტალიელი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე სადებიუტო მატჩის შემდეგ

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

  • ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

    ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

  • “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

    “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge