NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ორწლიანი პაუზის შემდეგ ელჩის ჩამოსვლა ურთიერთობებში მნიშვნელოვან დინამიკას შეიტანს – პოლიტიკოსები კელი დეგნანზე

ორწლიანი პაუზის შემდეგ ელჩის ჩამოსვლა ურთიერთობებში მნიშვნელოვან დინამიკას შეიტანს – პოლიტიკოსები კელი დეგნანზე

17 იან 2020 პოლიტიკა 884 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის, კელი დეგნანის დამტკიცებას, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოში ამერიკის ელჩის პოსტი თითქმის ორი წელი იყო ვაკანტური. პოლიტიკოსების შეფასებით, ორწლიანი პაუზის შემდეგ ელჩის ჩამოსვლა ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან დინამიკას შეიტანს.

“რაც შეეხება კანდიდატურას, ჩვენ ვნახეთ მისი მოსმენა სენატში და ყველას, ვისაც საქართველოს თავისუფალ სამყაროში გაწევრიანება, ჩვენი სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვა და ჩვენი დემოკრატიის მხარდაჭერა მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნია, ყველა იყო კმაყოფილი იმ ხედვითა და ცოდნით, რაც მან მოსმენის დროს გამოავლინა,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ კელი დეგნანის საქართველოში ჩამოსვლა და გააქტიურება კარგ ქვეყნისთვის შედეგს მოიტანს.

“დარწმუნებული ვარ, მისი ჩამოსვლა და გააქტიურება შესაბამის შედეგს გამოიტანს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ამ წელიწადს შევხვდეთ ისე, რომ შემდეგმა არჩევნებმა ქვეყანაში მოიტანოს ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა არჩევნების გზით,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ამბობს, რომ საქართველოში ამერიკის ელჩთან ქართულ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობა ექნება და იმ გეგმებს გააცნობენ, რაც ქვეყანას აქვს.

“ახალი ელჩი არის საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალი და მისი გამოცდილება უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხითაც დადებითი ელემენტია, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ თანამშრომლობის გაღრმავებას,“ – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

თეთრმა სახლმა საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი სექტემბერში წარადგინა, სენატმა კი მას მხარი დეკემბერში დაუჭირა

კომენტარები

2020-01-17
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფარცხალაძის მორჩილი პაიკი და ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარი – ოპოზიცია შოთაძის კანდიდატურაზე

შემდეგი სტატია

“სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც სამარცხვინო ლიდერმა ძალადობით დაგვასვა თავზე” – ოპოზიციის ლიდერები პრეზიდენტს აკრიტიკებენ

მსგავსი სტატიები

ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა

14 სექ 2018

სტოლტენბერგის განცხადებით ევროპა ნატოზე დამოკიდებულია

28 აგვ 2017

„ყიფიანზე მე ვარ ძალიან გაბრაზებული, როგორ იყო ეს კაცი მინისტრი“

სოსო ელისაშვილი 26 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge