NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“თიბისი ბანკის” საქმეზე სავადო ტრანზაქციებში მონაწილე პირებმა 2008 წელი, სესხის გაცემა და მიღება კიდევ ერთხელ გაიხსენეს

“თიბისი ბანკის” საქმეზე სავადო ტრანზაქციებში მონაწილე პირებმა 2008 წელი, სესხის გაცემა და მიღება კიდევ ერთხელ გაიხსენეს

16 იან 2020 პოლიტიკა, საზოგადოება 2442 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი ბანკის” საქმეზე სავადო ტრანზაქციებშიმონაწილე პირებმა დღეს 2008 წელი და სესხის გაცემისა და მიღების გარემოებები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

სასამართლოს წინაშე “სამგორი ემისა” და “სამგორი თრეიდის” დირექტორები და “თიბისი ბანკის” ყოფილი თანამშრომელი წარდგნენ. პროცესზე “თიბისი ბანკის” ცენტრალური ფილიალის ყოფილმა ხელმძღვანელმა დაზუსტებით თქვა, რომ კომპანიებზე ბანკმა სესხი ეროვნული ბანკის რეგულაციების სრული დაცვით გასცა.

პროკურორის კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ აღნიშნული სესხები ინსაიდერული იყო, ანუ ადმინისტრატორებს უნდა მომსახურებოდა, ლობჟანიძემ განაცხადა, რომ არ იცოდა. მასთან ერთად, კითხვებს ტრანზაქციის განხორციელების დროს სამგორი ჯგუფის კომპანიების დირექტორებმაც უპასუხეს. “სამგორი ემის” ხელმძღვანელმა თქვა, რომ “თიბისი ბანკიდან” სესხის მიღებისა და გადასესხების მითითება ავთანდილ წერეთლისაგან მიიღო. დაადასტურა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ბანკი კომპანიებს არ უკავშირდებოდა.

ავთანდილ წერეთლის მითითება, რომ “თიბისისგან” აღებული სესხი ბანკის დამფუძნებლებზე უნდა გადასესხებულიყო, ბრალდების მხარისათვის თვალთმაქცური გარიგებაა. პროკურორის თქმით, “თიბისის” მხრიდან სესხის გაცემიდანვე იყო დაგეგმილი, რომ კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან საერთოდ გათავისუფლებოდნენ. პროკურორის თქმით, სწორედ ამ მიზნით პროცესში 2012 წელს ოფშორული კომპანია შემოვიდა.

ამ დრომდე სასამართლოში ბრალდების მხარის 10 მოწმე დაიკითხა. მათ ბრალდებულთა ადვოკატები დაცვის მხარის მოწმეებს უწოდებენ. ის, რაც ბრალდებისათვის თვალთმაქცური გარიგებაა, დაცვისთვის ინფორმაციაა, რომელიც დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.

ბრალდებულთა ადვოკატების პოზიციას იზიარებს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენის აპარატმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში “ფულის გათეთრება” არ იკვეთება. აპარატი მიუთითებს, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პროცესის დაწყებამდე აუცილებელია არსებობდეს უკანონოდ მოპოვებული “შავი ფული”, რაც საქმეში არ იკვეთება. მოსაზრებაში ომბუდსმენი ფულის გათეთრების სამეტაპიან სქემასაც განმარტავს, რომლის მიხედვითაც, თავდაპირველად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა ბანკის სხვადასხვა ანგარიშზე ირიცხება, შემდგომ მრავალი წვრილმანი გადარიცხვა სრულდება, რათა მაკონტროლებელმა ორგანოებმა აღნიშნული თანხის წარმომავლობის დადგენა ვეღარ შეძლონ, ბოლოს კი თანხა დამნაშავის საბანკო ანგარიშზე ბრუნდება. რაც ამ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.

საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი 17 იანვარს გაიმართება. 19-დან 30 იანვრამდე ჩანიშნული პროცესები კი მარტში, რადგან საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ავთანდილ წერეთელმა ქვეყნის დატოვება სამკურნალოდ ითხოვა.

კომენტარები

2020-01-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაიწყება – ოპოზიციის ლიდერებს შეუთვალა, რომ „თქვენთან ვარ და თუ რამე, თქვენკენ გადმოვხტები“

შემდეგი სტატია

დავით სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა

17 ივლ 2018

მავნებლის გავრცელების კერებში ლოკალური ღონისძიებები ტარდება

09 ოქტ 2017
„ევროსაბჭოში რუსეთის ხმის აღდგენის საკითხზე ოპოზიციამ არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა”

„ევროსაბჭოში რუსეთის ხმის აღდგენის საკითხზე ოპოზიციამ არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა”

21 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge