NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ქვეყანა გაჩერებულია, ნაფოტივით მიჰყვება დინებას და სად გადაიჩეხება ღმერთმა უწყის – ღვთის გარდა, იმედი აღარ არის

ქვეყანა გაჩერებულია, ნაფოტივით მიჰყვება დინებას და სად გადაიჩეხება ღმერთმა უწყის – ღვთის გარდა, იმედი აღარ არის

16 იან 2020 პოლიტიკა 819 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კოშმარია ის, რასაც NDI ასაჯაროებს იმიტომ, რომ ეს საზოგადოების მხრიდან არის სრული დეპრესიისა და აპათიის წინაპირობა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს NDI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას ამ დეპრესიაში და აპათიაში ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების საკითხმა.

„NDI- ს კვლევები ჩემთვის არ არის ისეთი სტანდარტი, რაც ერთი ერთზე უნდა მივიღოთ საზოგადოებაში არსებული განწყობების აღსაქმელად, მაგრამ არც იმას ვფიქრობ, რომ NDI ვიღაცის სასარგებლო კვლევებს აკეთებს და ეს კვლევები რეალობისგან ძალიან შორსაა. თუ ამ ციფრებს ავიღებთ როგორც მოცემულობას, ეს არის კატასტროფული ციფრები.

მე მართლა მიმაჩნია, რომ საზოგადოებას ამ დეპრესიაში და აპათიაში ხელი შეუწყო პროპორციული არჩევნების საკითხმა. შეიძლება ბევრმა არც იცის პროპორციული არჩევნების მნიშვნელობა და ის, თუ რამდენად უკეთესი იყო პროპორციული არჩევნებით ხელისუფლების ბედის გადაწყვეტა 2020 წელს, მაგრამ ხალხმა დაინახა, რომ შეიძლება ხელისუფლება გამოვიდეს, საჯარო დაპირება გასცეს და მერე ეს პირობა არ შეასრულოს. ქვეყანა საერთოდ არ ვითარდება, რომელ ცუდ განვითარებაზეა საუბარი? ქვეყანა გაჩერებულია ერთ ადგილას, ნაფოტივით მიჰყვება დინებას და სად გადაიჩეხება ღმერთმა უწყის. არავინ, ღვთის გარდა, ამ ქვეყნის მშველელი და იმედი აღარ არის. რეალობა არის ძალიან მარტივი, ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. მოცემულობა მარტივია, არის ორი პოლიტიკური პოლუსი და „ქართული ოცნება” ყველანაირად ხელს უწყობს ერთადერთი ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ შენარჩუნებას ხელს.

როგორც ხელისუფლება არ ვარგა და ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ისე არ ვარგა ოპოზიცია. ამას ხელი შეუწყო 2012 წლიდან „ქართულმა ოცნებამ”, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” საშუალება მისცა გამხდარიყო მონოპოლისტი ოპოზიციურ სივრცეში. „ოცნებამ“ დაამკვიდრა, რომ ოპოზიცია არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ რეალურად, ოპოზიცია არის საზოგადოების განწყობა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

2020-01-16
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს

შემდეგი სტატია

პოლიტიკისგან გარკვეულმა დისტანცირებამ გამოიწვია კალაძისადმი კეთილგანწყობა, რაც შეეხება ბაქრაძეს, მის მიმართ აგრესია ნაკლებია და ადამიანები ფიქრობენ – ჯანდაბას, იყოს

მსგავსი სტატიები

მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

მივიღეთ დაპირება, რომ ევროკავშირი განახორციელებს ზეწოლას, რომ კრიზისი დაიძლიოს

ირაკლი შალიკაშვილი 01 მარ 2021
კალაძე: ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება

კალაძე: ინფრასტრუქტურული პროექტების პირველი ეტაპი 15 სექტემბრისთვის დასრულდება

31 აგვ 2018
„ანაკლიის პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან

„ანაკლიის პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან

ირაკლი შალიკაშვილი 12 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

    ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

  • Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

    Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

    ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

  • პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

    პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

  • მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

    მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

  • არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

    არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

  • ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

    ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

  • კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

    კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge