NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დღეს ჩვენ მოვისმინეთ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლების უნამუსო განცხადებები

დღეს ჩვენ მოვისმინეთ ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლების უნამუსო განცხადებები

15 იან 2020 პოლიტიკა 933 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ დღეს მოვისმინეთ მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების უნამუსო განცხადებები ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეპუტატი ეხმიანება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობაში საპოლიციო ჰაბი აღარ განთავსდება და აცხადებს, რომ ახლა მიმდინარეობს შენობის შემოწმება, ხოლო შესაბამისი დასკვნების დადების შემდეგ გადაწყდება, მას რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს.

„მოდი, იქნება გვასწავლონ იმ თანხის მიახლოებული ამონაგები, რაც ქუთაისში, პარლამენტის შენობაში ჩადეს და რამდენიმე ასეული მილიონი ლარი, ნახევარ მილიარდთან მიახლოებული, როგორ უნდა წამოიღოს ამ შენობამ, რა გზით, რაციონალური როგორ იქნება? საპოლიციო ჰაბზე საუბარი ნამდვილად იყო, მაგრამ ეს წინადადება რაციონალურად არ და ვერ ჩაითვალა, ბევრი პრობლემაა ამ შენობაში, ამიტომ ახლა მიდის ამ შენობის შემოწმება, აუდიტორული დასკვნაც დაიდება, ექსპერტებისაც, ჰაერზეც კი პრობლემა იყო, სუნთქვა ჭირდა, ამიტომ გასარკვევია, იქ რა შეიძლება გაუმჯობესდეს, ამ დასკვნების დადების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო, რომლის ბალანსზეც გადავიდა ეს შენობა, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით ამაში,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, პარლამენტის თუ სხვა სახელმწიფო უწყებების ქუთაისში გადატანას თავისი გრძელვადიანი შედეგი ექნებოდა ქუთაისის განვითარებაზე და ქუთაისი, ისევე, როგორც საქართველოს ბევრი სხვა ქალაქი თუ სოფელი, დღეს არის მივიწყებული და ყოველგვარი განვითარების პერსპექტივის გარეშე დატოვებული. „ეს ბიძინა ივანიშვილის უკვე 8-წლიანი მართვის პირდაპირი შედეგია“, – აღნიშნა სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

ცნობისთის, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც სააგენტოს უწყებაში დაუდასტურეს.

კომენტარები

2020-01-15
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არასამთავრობოები ანგარიშზე – “მორიგი დემონსტრირება იმის, რომ აუცილებელია, საქმეების გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობდეს”

შემდეგი სტატია

The Basics of USCIS Translation Services

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე: უპასუხისმგებლობაა იმის მტკიცება, რომ ტელეკომპანიის საქმიანობა თურმე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იქიდან გამომდინარე, რომ თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა გადასახადებს არ იხდის

სოსო ელისაშვილი 01 ოქტ 2018
პრემიერ-მინისტრი ღია წერილს აქვეყნებს

პრემიერ-მინისტრი ღია წერილს აქვეყნებს

ირაკლი შალიკაშვილი 06 ოქტ 2021

„დარწმუნებული ვარ ბიძინა ივანიშვილი მართლა აღარ ერევა არაფერში“

18 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge