NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»“20 ივნისის სია” “შავი სიის” ნაცვლად – ვინ დაარქვა სიას “შავი” და ვისთან აქვს პრეტენზიები ოპოზიციას

“20 ივნისის სია” “შავი სიის” ნაცვლად – ვინ დაარქვა სიას “შავი” და ვისთან აქვს პრეტენზიები ოპოზიციას

10 იან 2020 პოლიტიკა 1127 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვინ უწოდა პირველად სიას “შავი”? მეორე დღეა ოპოზიცია ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა და გაემიჯნოს სახელს, რომელსაც უკმაყოფილება თავად ოპოზიციის რიგებში მოჰყვა.

რატომ გახდა სადავო სახელი, რომელიც სიას რამდენიმე კვირის წინ თავად ოპოზიციის წარმომადგენლებმა უწოდეს? კონკრეტულ მიზეზზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, თუმცა დღეს თითს ხან ხელისუფლებისკენ, ხან კი მედიისკენ იშვერდნენ. სწორედ მედიაში ინახება კომენტარები, რომლის მიხედვითაც სიას “შავი” თავად ოპოზიციამ დაარქვა.

სიას, რომელზეც ოპოზიცია რამდენიმე კვირაა მუშაობს, დღეს სახელი გადაერქვა. “20 ივნისის სია” – სწორედ ასე მოიხსენიებს ამიერიდან ოპოზიცია სიას, რომელსაც ჯერ “შავს” უწოდებდნენ, შემდეგ კი “სანქციების სიას”.

ოპოზიციის ნაწილისთვის სიის სახელწოდება საერთოდ უმნიშვნელოა, ნაწილი კი მას სკეპტიკურადაც უყურებს.

სახელის გარდა ოპოზიციის შიგნით დაპირისპირების მიზეზი აღმოჩნდა სიის შინაარსიც. “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი, პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სიას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი და ის არის შედეგი ოპოზიციის გაერთიანების, რომელსაც საერთო ღირებულებები არ აქვს.

თაკო ჩარკვიანი პოლიტიკურ გაერთიანებას მოუწოდებს, ოპოზიციასთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ  მოლაპარაკებები გამართონ.

მოლაპარაკებებს არ გამორიცხავენ, თუმცა ოპოზიციის ერთიანობაზე ამახვილებენ ყურადღებას გაერთიანებაში შემავალი პარტიები.

სიის ხუთეული უკვე გამოქვეყნებულია, რომელშიც მოსამართლეები, პროკურორები და მერიის მაღალჩინოსნები მოხვდნენ. მორიგ ხუთს ოპოზიცია მალე გაასაჯაროებს, თუმცა, როდის გადაუგზავნიან მას საერთაშორისო პარტნიორებს, ჯერ უცნობია. ეს სავარაუდოდ მას შემდეგ მოხდება, როდესაც მათთან საკითხზე ოფიციალური კომუნიკაცია შედგება.

“20 ივნისის სიის” პარალელურად ხელისუფლების ოპონენტები ე.წ. დაზარალებულთა სიაზეც მუშაობენ, რომლებთან დაკავშირებითაც რეაგირებას კვლავ უცხოელ პარტნიორებისგან ელოდებიან.

კომენტარები

2020-01-10
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ცესკო-მ არჩევნებისთვის ერთთვიანი პირადობის მოწმობები არ დაუშვას

შემდეგი სტატია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძემ მემორიალი გვირგვინით შეამკო

24 ოქტ 2017
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე:  ამით ისინი აღიარებენ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ზებუნებრივი ძალების მატარებელი

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ამით ისინი აღიარებენ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ზებუნებრივი ძალების მატარებელი

ნინო ჩხეიძე 04 ნოე 2022
პრემიერ-მინისტრი იტალიის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი იტალიის პრეზიდენტს შეხვდა

17 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 209 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

  • Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

    Dainik Jagran: ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 230-ს გადასცდა

  • სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

    სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

  • სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

    სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი მიცვალებულთა სულებს იხსენიებს

  • ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

    ქეით მიდლტონი იორდანიის სამეფო ქორწილში

  • დღე ისტორიაში – 3 ივნისი

    დღე ისტორიაში – 3 ივნისი

  • “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

    “საქართველოს ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით ფულბრაიტის 2023 წლის სამაგისტრო პროგრამით სამი სტუდენტი ამერიკაში გაემგზავრება

  • ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

    ბენ უოლესი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე: ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში

  • გიორგი კაკაურიძე:  უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

    გიორგი კაკაურიძე: უკრაინის სანქცია არ ნიშნავს ევროკავშირის სანქციას – „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირება საქართველოს ეკონომიკისთვის ზიანის მომტანი არ იქნება

  • მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

    მარინა ეზუგბაია: ინფექციურში წყლით მოწამვლით ადამიანები არ შემოუყვანიათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge