NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ცესკო-მ არჩევნებისთვის ერთთვიანი პირადობის მოწმობები არ დაუშვას

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ცესკო-მ არჩევნებისთვის ერთთვიანი პირადობის მოწმობები არ დაუშვას

09 იან 2020 პოლიტიკა 1041 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თინა ბოკუჩავასა და ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებას „ქაღალდის პირადობების ეპოქაში” აბრუნებს. ამის შესახებ მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე თქმით, „უჩიპო“ პირადობის მოწმობები ხელისუფლებას არჩევნების მარტივად გააყალბებისთვის სჭირდება.

„დღევანდელი ბრიფინგი გვინდა მივუძღვნათ იმ ახალ რეგულაციას, რომელიც თეა წულუკიანმა დაადგინა. ხელისუფლება ხედავს, რომ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს და საარჩევნო წელს გაყალბების ახალი მექანიზმების შემუშავება დაიწყო. იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე იმ მოქალაქეებზე შეიძლება გაიცეს, რომლებიც რწმენის გამო პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე უარს აცხადებენ. ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინოს. ასეთი წესით გაცემული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადაა 1 თვე. ამ გადაწყვეტილებით თეა წულუკიანმაშევარდნაძის ეპოქაში დაგვაბრუნა, როდესაც ლამინირებული ქაღალდის მოწმობების დაბეჭვდით არჩევნები ყალბდებოდა. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას აპირებს. არსებობს კითხვები, რომლებზეც ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს: რატომ ლამინირებული, ქაღალდის, დაუცველი მოწმობები? არაბიომეტრიული სურათებით, მაშინ, როცა შეიძლება უფრო მაღალი დაცულობის, ბიომეტრიულ პარამეტრებთან თავსებადი უჩიპო მოწმობების დაბეჭდვა;

რატომ ერთ თვიანი და რა ხდება ერთი თვის გასვლის შემდეგ?

როგორ მოხდება, ვინ მოახდენს აღმსარებლობის შესახებ ცნობის გაცემას? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ დაბრუნდეს ნდობა. დღევანდელ ხელისუფლებას აქვს პრაქტიკა, რომ 2018 წლის არჩევნებში არასამთავრობო და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათ შორის ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებით, თუმცა ამ ფაქტზე გამოძიება ჯერ არც დაწყებულა’’, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. „2019 წლის მარტში ქალბატონმა წულუკიანმა თავად განაცხადა, რომ ქაღალდის პირადობებს მაღალი სანდოობა არ ჰქონდა, რადგან გაყალბება მარტივად შეიძლებოდა. რა მოხდა მარტის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა „გავრილოვის სისხლიანი ღამე“ მოაწყო, შემდეგ საზოგადოება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მოატყუა და ასევე არაერთი მაკომპრომეტირებელი ცნობა გავრცელდა, რამაც ივანიშვილის ნდობა საზოგადოებაში შეამცირა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ყველა ფალსიფიკაციის მეთოდი გამოიყენოს არჩევნების გასაყალბებლად. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ცესკო-მ ერთთვიანი პირადობის მოწმობები არ დაუშვას, ლამინირებული მოწმობების მაგივრად ბიომეტრიულ პარამეტრებთან ადაპტირებული „უჩიპო“ მოწმობები დამზადდეს და ამ პროცესში მონიტორინგის მიზნით არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები ჩაერთონ. პარტიების წარმომადგენლებისთვის კი ხელმოწავდომი იყოს ის ბაზები, რომლებითაც საარჩევნო სიების ფორმირება ხდება და ამისთვის სიების გადამოწმების კომისია შეიქმნება, რომელიც 2012 წლის არჩევნების დროსაც არსებობდა. ხალხის ნდობა დაკარგულ ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნების მოპარვის საშუალებას არ მივცემთ’’, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომენტარები

2020-01-09
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს

შემდეგი სტატია

“20 ივნისის სია” “შავი სიის” ნაცვლად – ვინ დაარქვა სიას “შავი” და ვისთან აქვს პრეტენზიები ოპოზიციას

მსგავსი სტატიები

მამუკა გამყრელიძე: კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოიტანა და მგონი ყველას გამოგვრჩა

მამუკა გამყრელიძე: კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოიტანა და მგონი ყველას გამოგვრჩა

ნინო ჩხეიძე 19 მარ 2023

კალაძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკებების დაწყების დავალება გასცა

20 დეკ 2017
რატი იონათამიშვილი: თუ ვინმეზე ვერ ვიტყვით, რომ ოლიგარქია, ცხადია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ეს ბუნებრივიცაა…

რატი იონათამიშვილი: თუ ვინმეზე ვერ ვიტყვით, რომ ოლიგარქია, ცხადია, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ეს ბუნებრივიცაა…

ნინო ჩხეიძე 01 ნოე 2022

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge