NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რეფორმების მეოთხე ტალღა ქართულ მართლმსაჯულებაში – რა მოლოდინი აქვს ხელისუფლებას და მათ ოპონენტებს

რეფორმების მეოთხე ტალღა ქართულ მართლმსაჯულებაში – რა მოლოდინი აქვს ხელისუფლებას და მათ ოპონენტებს

08 იან 2020 პოლიტიკა 422 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მორიგი ტალღა, რომელმაც სასამართლო სისტემას უნდა გადაუაროს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მორიგი ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების მიზეზი ხდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ამოქმედებული რეფორმა სასამართლო სისტემას ვერ გააუმჯობესებს, რადგან სისტემაში სახელისუფლებო გავლენები და კლანური მმართველობაა.

რეფორმა ფორმალურია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვისაც. მათი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის მთავარი პრობლემა კლანური მმართველობაა და ასეთ პირობებში ცვლილებებს აზრი არ აქვს. კრიტიკულია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციებიც.

მმართველ გუნდში მესამე სექტორისა და ოპონენტების ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობენ და წინა ხელისუფლების დროინდელ სასამართლოს იხსენებენ. “ქართული ოცნების” წევრების მტკიცებით, მეოთხე ტალღის რეფორმა სისტემაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს და სასამართლოს უფრო მეტ ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას აძლევს.

სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღის რეფორმაზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო. სამუშაო ჯგუფში მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ ოპოზიციის, მესამე სექტორისა და საბჭოს არამოსამართლე წევრები. რეფორმაზე იმუშავეს ასევე ლევან მურუსიძემ, გიორგი მიქაუტაძემ და დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების გავლენიანი “კლანის” წევრებად მიიჩნევიან.

ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სკოლის რეფორმას ითვალისწინებს:

1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული ხდება დაასაბუთოს, როცა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეებს ამტკიცებს

2. რეგულირდება რაიონული და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნის დროს ინტერესთა კონფლიქტის საკითხი

3. იზრდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება

4. ცვლილებები შედის იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესში

5. იცვლება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები პარლამენტმა ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე დაამტკიცა. რეფორმის ამოქმედებიდან მალევე, ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის განცხადება გავრცელდა, სადაც სტრატეგიულმა პარტნიორებმა ცვლილებები მოიწონეს და მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

2020-01-08
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქვეყანაში რომ გაჭირვებაა, რასაკვირველია, ეპისტოლეს შინაარსში მოხვდებოდა- ოპოზიცია ჭკუას ვერ სწავლობს

შემდეგი სტატია

ვფიქრობ, კარავს ადგილმდებარეობა შევუცვალო-უფრო ფართო გეგმა მაქვს

მსგავსი სტატიები

„ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია წინაპრების ხედვასთან“

„ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია წინაპრების ხედვასთან“

07 დეკ 2018
უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ირაკლი შალიკაშვილი 07 ოქტ 2019
ნებისმიერი ვარიაცია, რაც არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას გულისხმობს, არის დაუშვებელი

ნებისმიერი ვარიაცია, რაც არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას გულისხმობს, არის დაუშვებელი

ირაკლი შალიკაშვილი 03 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • ლადო კახაძე:  ჩანაწერები არ მინახავს, რადგან TV პირველს არ ვუყურებ

    ლადო კახაძე: ჩანაწერები არ მინახავს, რადგან TV პირველს არ ვუყურებ

  • “მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს – ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს”

    “მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს – ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს”

  • ლილი ფოფხაძე – ბავშვობაში ნატკენი

    ლილი ფოფხაძე – ბავშვობაში ნატკენი

  • ნიკოლას კეიჯი მეხუთედ დაქორწინდა

    ნიკოლას კეიჯი მეხუთედ დაქორწინდა

  • მეუფე შიო: როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ ეს პირადი შეურაცხყოფა და ვილოცოთ ჩვენი მაწყენართა და შეურაცხმყოფელთათვის

    მეუფე შიო: როდესაც შეურაცხგვყოფენ, დავითმინოთ ეს პირადი შეურაცხყოფა და ვილოცოთ ჩვენი მაწყენართა და შეურაცხმყოფელთათვის

  • ირაკლი კობახიძე:  ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს

    ირაკლი კობახიძე: ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს

  • რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ისტორიულ ვიზიტს აგრძელებს

    რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ისტორიულ ვიზიტს აგრძელებს

  • თელავში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა

    თელავში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცმა მშობლები და ბებია მოკლა

  • კახა კოჟორიძე: აუცილებელია, ღარიბაშვილი ჩამოშორდეს მოლაპარაკების პროცესს

    კახა კოჟორიძე: აუცილებელია, ღარიბაშვილი ჩამოშორდეს მოლაპარაკების პროცესს

  • ზურაბ ჯაფარიძე: ყველა ბერას მორჩილია. ყველა ღარიბაშვილია. ამიტომ “ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად”-ს შინაარსი არ აქვს

    ზურაბ ჯაფარიძე: ყველა ბერას მორჩილია. ყველა ღარიბაშვილია. ამიტომ “ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად”-ს შინაარსი არ აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge