NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»დაველოდოთ, ორი დღეა დარჩენილი და ვნახავთ, მოხდება თუ არა ჩემი ძმის შეწყალება და წავა თუ არა პრეზიდენტი ეკლესიის წინააღმდეგ

დაველოდოთ, ორი დღეა დარჩენილი და ვნახავთ, მოხდება თუ არა ჩემი ძმის შეწყალება და წავა თუ არა პრეზიდენტი ეკლესიის წინააღმდეგ

05 იან 2020 პოლიტიკა 636 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საშობაოდ დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

მისი თქმით, პირველად მოხდა, როცა წმინდა სინოდმა მსჯავრდებულთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი საპატრიარქოს შუამდგომლობას გაითვალისწინებს.

„წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ასეთი პრეცედენტი ისტორიაში პირველად მოხდა, როცა წმინდა სინოდი ამა თუ იმ მსჯავრდებულის საქმესთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ პრეზიდენტს მიმართავს. ახლა შობის დღესასწაული მოდის, რომელიც უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია, ეკლესიამ შუამდგომლობით მიმართა პრეზიდენტს და დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს, თან იმ ფონზე, როცა ჩემი ძმა არის პარალიზებული და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება ჩემი ძმის გათავისუფლება და ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდება ეს კოშმარი. მე პოზიტიური მოლოდინი მაქვს გამომდინარე იქედან, რომ ოჯახის წევრი ვარ და მინდა, რომ გათავისუფლდეს, მაგრამ ვნახოთ, გამართლდება თუ არა ეს პროგნოზი“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თორნიკე მამალაძემ.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პრეზიდენტი საპატრიარქოს წინააღმდეგ წავა, თორნიკე მამალაძე ასე პასუხობს: „დაველოდოთ, ორი დღეა დარჩენილი და დავინახავთ, მოხდება თუ არა ჩემი ძმის შეწყალება და წავა თუ არა პრეზიდენტი ეკლესიის წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე შუამდგომლობა გაეწიოს.

დეკანოზ მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

კომენტარები

2020-01-05
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ექიმები გრიპის აფეთქების ახალ ტალღას ელოდებიან – ქვეყანაში 8 ტიპის ვირუსია გავრცელებული

შემდეგი სტატია

საპატრიარქომ, როგორც პილატემ, ხელები დაიბანა, სალომე ზურაბიშვილი კი პრეზიდენტი კი არა, ივანიშვილის სადამსჯელო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია

მსგავსი სტატიები

ახლადგარემონტებული მეტროსადგური „ვარკეთილის“ ჭერი ჩამოიშალა, დაშავებულია 7 ადამიანი

ახლადგარემონტებული მეტროსადგური „ვარკეთილის“ ჭერი ჩამოიშალა, დაშავებულია 7 ადამიანი

30 იან 2018
„ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ისაუბროს ომზე“

„ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ისაუბროს ომზე“

სოსო ელისაშვილი 22 ოქტ 2018
ლომჯარია, უნამუსო ადამიანი ხარ … გამოგიყვანთ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს პოლიტიკურ სანაგვეზე

ლომჯარია, უნამუსო ადამიანი ხარ … გამოგიყვანთ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს პოლიტიკურ სანაგვეზე

ირაკლი შალიკაშვილი 12 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

  • ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

    ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

  • NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

    NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დმანისში შვეიცარიული აგროსკოლა გაიხსნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დმანისში შვეიცარიული აგროსკოლა გაიხსნება

  • ნასტასი კინსკი იუბილარია

    ნასტასი კინსკი იუბილარია

  • დმანისთან მიწისძვრა მოხდა

    დმანისთან მიწისძვრა მოხდა

  • თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

    თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

  • ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

    ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge