100 პროპორციული და 50 მაჟორიტარი არ ცვლის პრინციპულად და ფუნდამენტურად მიდგომებს საარჩევნო თვალსაზრისით, – ამის შესახებ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, შემოთავაზებული მოდელი საერთაშორიოს წნეხის შედეგია.
“წნეხმა მიიღო სრულიად ახალი სტანდარტი და ხარისხი. ისინი ცდილობენ რაღაც შემოთავაზებები მოიტანონ, ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა. 100/ 50-ზე არ ცვლის პრინცუპილად და ფუნდამენტურად მიდგომებს საარჩევნო თვალსაზრისით. საზოგადოების მოთხოვნა არის პროპორციულად იყოს წარმოდგენილი ყველა ძალა და არა ის, ვიღაცამ ივაჭროს ვის მეტი და ნაკლები ადგილი ექნება. ქვეყანაში არის მილიონი მშიერი და უმუშევარი ადამიანი და ამ ყველაფერს არაადეკვატურად პასუხობს “ქართული ოცნება”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, იანვრიდან ოპოზიცია საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას დაიწყებს.
„ჩვენ, დასავლელ პარტნიორებთან ერთად “ქართულ ოცნებას” უნდა მოვუწყოთ განკითხვის დღე იმ არაადეკვატური პასუხებისთვის, რაც ძალაუფლების ტკბობიდან გამომდინარე მათ აქვთ”, – განაცხადა ვაშაძემ.
კომენტარები