სკოლის დირექცია თვლის თავის თავს დამნაშავედ და ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ სკოლას, პედაგოგიურ კოლექტივს და პოლიციას შორის ვარჩიოთ, ვინ მტყუანია და ვინ მართალია. ყველგან მოხდა დანაშაული,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
ის ასევე გამოეხმაურა ოპონენტების მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნის თაობაზე და აღნიშნა, რომ ისინი ცდილობენ „რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სარგებელი მიიღონ უბედურებისგან.”
„პრობლემას ვხედავ გაუნათლებლობაში, მათ შორის, იმ ადამიანების, ვინც თავს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს ეძახიან. მოუსმინეთ რას ლაპარაკობს ხალხი, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ახალგაზრდებთან გარდამტეხ პერიოდში.
გერმანიაში სამუშაო ადგილების დეფიციტი კი არ არის, სამუშაო ძალის დეფიციტია და ყოველ წელს რამდენიმე ასეული ახალგაზრდა იკლავს თავს გარდამტეხ პერიოდში. ეს გლობალური პრობლემაა და ამას ესეთი მიდგომა, რომ მაინცდამაინც პიროვნება გამოაჭენო წინ, დააბრალო და ყველა ცოდვა ჩამოკიდო, არის ყველაზე ცუდი გზა, რომელიც შეიძლება ავირჩიოთ ამ შემთხვევაში. სისტემა უნდა შეიქმნას, არ შეიძლება მხოლოდ სასჯელით მივუდგეთ ამ საკითხს. სკოლის დირექცია თვლის თავის თავს დამნაშავედ და ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ სკოლას, პედაგოგიურ კოლექტივს და პოლიციას შორის ვარჩიოთ, ვინ მტყუანია და ვინ მართალია. ყველგან მოხდა დანაშაული და სათანადო დამოკიდებულების დეფიციტის დემონსტრირება და ეს სხვათაშორის, პატარა საქართველოსთვის არ უნდა იყოს პრობლემა, რომ არა სპეკულაციური გამონათქვამები. არც ერთ ადამიანს, მე ვისაც ვხედავ დღეს მჭახე განცხადებების ავტორებს, მრჩება შეგრძნება, რომ გული არ სტკივათ ამაზე და რაღაც დივიდენდის მიღება უნდა ყველას.
არ ვარ განწყობილი, რომ ვინმეს ვაბრალო არც მე და არც ჩემი კოლეგები. ის ადამიანი ცოდო არ არის, სკოლის დირექტორი? დღეს მოვუსმინე. სულ არ ჰქონდა განზრახვაში, რომ ესეთი ცოდვა ეტარებინა ცხოვრების ბოლომდე. მაგრამ ხომ ფაქტია, ამ საკითხთან შეიძლებოდა აბსოლუტურად სხვანაირი მიდგომა.ურემი რომ გადაბრუნდა, ახლა დავინახეთ გზა. იგივე პოლიციაშიც, მით უმეტეს ქალი თუ ხარ, პოლიციელი თუ ხარ, ხომ უნდა მიხვდე, რომ აქ მძიმე სიტუაციაა და იმოქმედო ყველანაირ შესაბამისობაში რეგლამენტთან და წესდებასთან.
ოპონენტები კი ისევ იმ მავნებლური რეჟიმში არიან, მავნებლური რეჟიმი ჰქვია იმას, რომ მიიღო რაც შეიძლება მეტი დივიდენდი უბედურებისგან, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სარგებელი გამოწურო ამ სიტუაციას“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები