NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

არჩილ თალაკვაძემ კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა დაიწყონ

13 დეკ 2019 პოლიტიკა 961 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შესაბამის კომიტეტებს დაავალა, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირაში დაიწყონ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა რეაგირებისთვის, რათა მისი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები დაიწყოს, ვინაიდან საკითხი დიდი ხანია პარლამენტშია დარეგისტრირებული.

„იქნებ დაავალოთ კომიტეტის თავმჯდომარეებს, რომ ჩემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზე დანიშნონ საკომიტეტო მოსმენები. ეს ეხება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის ინიციატივას და მეორე არის ზოგადად, რეგულაციებთან დაკავშირებით. მესმის, რომ თქვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი. როგორც ჩანს, არ გაწუხებთ არასრულწლოვნების ჩართულობა, ფულის გათეთრება და ა. შ. მაგრამ მე ვითხოვ ჩემი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას. დაუჭერთ თუ არა მხარს, ეგ თქვენი საქმეა. ერთხელ არ დაუჭირეთ მხარი ფხაკაძეების გამო და იქნებ როგორმე მეორეჯერაც დავნიშნოთ, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს თქვენი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს უპასუხა, რომ ზედმეტი განცხადებების გარეშეც შესაძლებელი იყო ამ საკითხზე მსჯელობა და კომიტეტის სხდომის დანიშვნა.

„ზედმეტი განცხადებების გარეშე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. შეგეძლოთ ჩემთან გაგევლოთ კონსულტაცია და შევთანხმებულიყავით როდის დაგვენიშნა კომიტეტი. ის, რომ ვინმემ რეგლამენტი დაარღვია, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუ კონსულტაციები არ გჭირდებათ, არც მე არ მჭირდება თქვენთან კონსულტაციები. შეგვიძლია პირდაპირ დავნიშნოთ და შეგატყობინებთ, როდის იქნება განხილვა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

2019-12-13
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა

შემდეგი სტატია

ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის

მსგავსი სტატიები

პაატა შავაძე ნაზი ჯანეზაშვილს: “თქვენ нквд-ს მეთოდებით აწარმოებთ ადამიანების დაკითხვას”

პაატა შავაძე ნაზი ჯანეზაშვილს: “თქვენ нквд-ს მეთოდებით აწარმოებთ ადამიანების დაკითხვას”

ირაკლი შალიკაშვილი 12 აგვ 2019
ზურაბ ჯაფარიძე: ეგ ვერტმფრენი თუ ვერტმფრენები წინა ხელისუფლების ხელში სულ 2 წელი იყო, 2010-შია ნაყიდი. ამათ ხელშია უკვე 10 წელია

ზურაბ ჯაფარიძე: ეგ ვერტმფრენი თუ ვერტმფრენები წინა ხელისუფლების ხელში სულ 2 წელი იყო, 2010-შია ნაყიდი. ამათ ხელშია უკვე 10 წელია

ნინო ჩხეიძე 30 აგვ 2022
„მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის“

„მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის“

16 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge