NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

12 დეკ 2019 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 1097 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი – 7 ხმა, მირანდა ერემაძე – 6 ხმა, მამუკა ვასაძე – 7 ხმა, მაია ვაჩაძე – 7 ხმა, თამარ ზამბახიძე – 8 ხმა, შალვა თადუმაძე – 8 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე – 6 ხმა, ლევან მიქაბერიძე – 6 ხმა, გიორგი მიქაუტაძე – 8 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე – 6 ხმა, ლალი ფაფიაშვილი – 7 ხმა, ნინო ქადაგიძე – 7 ხმა, ქეთევან ცინცაძე – 6 ხმა, ალექსანდრე წულაძე – 6 ხმა.

კომიტეტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია – 1 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი – 1 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი – 1 ხმა, ზაზა თავაძე – 0 ხმა, შოთა გეწაძე – 1, პაატა სილაგაძე – 2 ხმა.

ამის შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ. კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი და ოპოზიციონერი დეპუტატები აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა იყო, რომ მხარი არც ერთი კანდიდატისთვის არ დაეჭირათ, რადგან მათივე შეფასებით, მხარდაჭერილი მოსამართლეები პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები და უკანონო გადაწყვეტილებების მიმღებნი არიან.

კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა -შემოხლასაც. კომიტეტზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ უმრავლესობას „მონები“ უწოდა, ხოლო დეპუტატი ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვდა, მისთვის განცხადების გაკეთების საშუალება კიდევ ერთხელ მიეცა, უარის მიღების შემდეგ კი ტრიბუნაზე, ანრი ოხანაშვილის ადგილთან ავიდა. კომიტეტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, მანდატურებმა კი მედიის წარმომადგენლების დარბაზიდან გაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს. რამდენიმე წუთში კი კომიტეტის სხდომა კვლავ განახლდა, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა.

კომენტარები

2019-12-12
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

შემდეგი სტატია

Choosing Good Facts, Fiction and The True Meaning of Smartphone Casino: No Longer a Mystery

მსგავსი სტატიები

„უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც არის არაქმედითი ორგანო“

„უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც არის არაქმედითი ორგანო“

24 ნოე 2017
თინა ბოკუჩავა: სამწუხაროა, რომ ამ განცხადებებით და მოქმედებებით, „ქართული ოცნება“ იკავებს ბოროტების, რუსეთის მხარე

თინა ბოკუჩავა: სამწუხაროა, რომ ამ განცხადებებით და მოქმედებებით, „ქართული ოცნება“ იკავებს ბოროტების, რუსეთის მხარე

ნინო ჩხეიძე 01 მარ 2022
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს

ირაკლი შალიკაშვილი 26 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს  სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

    Samsung-მა უახლესი Galaxy Z Flip4 და Z Fold4 წარადგინა: უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას

  • ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

    ანდრეი ერმაკი: 80 რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. ტერორისტული ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

  • აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

    აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

  • “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

    “თეგეტა ჰოლდინგი“ Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს

  • ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

    ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

  • ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

    ანრი ოხანაშვილი: თეორიულად შესაძლებელია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე ოდესღაც ვიმსჯელოთ, მაგრამ დღეს ეს საკითხი არ განიხილება

  • დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

    დავით უსუფაშვილი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის  მშენებლობა დაასრულა

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ სომხეთში ხიდის მშენებლობა დაასრულა

  • 500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

    500 Global- ის აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

  • თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო  ხელშეკრულება გააფორმეს

    თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge