NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»გაზაფხულიდან დაწყებული კასტინგებია, რომელი შეძლებს კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს

გაზაფხულიდან დაწყებული კასტინგებია, რომელი შეძლებს კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს

11 დეკ 2019 პოლიტიკა 320 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის ელის ისეთ ოპოზიციას, რომელიც სახლში წასვლის შესაძლებლობას მისცემს. გაზაფხულიდან დაწყებული კასტინგებია, რომელი შეძლებს ამ კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, რომელიც 14 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატების პროტესტის გულწრფელობას შეეხებოდა.

მარგველაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ჯანყი ერთი კასტინგის პროცესია.

„ჩვენ ვნახეთ იმ პოლიტიკური ძალის ლიდერის განცხადება, რომელსაც ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, რომ ის ელის ისეთ ოპოზიციას, რომელიც სახლში წასვლის შესაძლებლობას მისცემს. ანუ ფაქტობრივად საუბარია, რომ ჩამოყალიბდება „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები ოპოზიცია და მერე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, დავსხდებით ტელეეკრანებთან და ვუყურებთ ერთი მხრივ, ოპოზიციაც და მეორე მხრივ, ხელისუფლებაც როგორ ადიდებენ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ ყოფილ ლიდერს, ხოლო შემდეგ უკვე სრულიად ერის ლიდერს – ბიძინა ივანიშვილს. მისთვის მისაღები ოპოზიცია რომ ჩამოყალიბდება, ხომ ავა უფრო ზევით და ყველაფერი მისი იქნება – ოპოზიციაც, ხელისუფლებაც. ჩვენ ყველანი დავაკვირდებით, ისინი როგორ ადიდებენ ივანიშვილს და ლანძღავენ ერთმანეთს.

ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. დაახლოებით გაზაფხულიდან, როდესაც მოვისმინეთ ივანიშვილის განცხადება, რომ 1 წელიწადში ყველაფერს დაალაგებს, იმის მერე ვხედავთ ასეთი ოპოზიციის არაერთ კასტინგს. გაზაფხულიდან დაწყებული ამ ოპოზიციის კასტინგებია, რომელი შეძლებს ამ კეთილი და მისაღები ოპოზიციის როლის თამაშს. რომელია გულწრფელი, რომელი ჩაწყობილი, სად ახლობელმა დაურეკა და უთხრა, მიდი ახლა შენი დროა კასტინგში მონაწილეობისა, რომელი შიშით არის – ამის თქმა ძნელია, თუმცა კასტინგი გაზაფხულიდან მიმდინარეობს. ამ კასტინგზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ის რეჟისორები, რომლებიც ასე მდარე სპექტაკლს დგამენ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება ეს ჯანყი „ქართულ ოცნებაში“ ერთი კასტინგის პროცესია,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

2019-12-11
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა

შემდეგი სტატია

კირკ დუგლასს 103 წელი შეუსრულდა

მსგავსი სტატიები

ვიმედოვნებ პომპეოს ვიზიტი წაადგება ქვეყნის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას

ვიმედოვნებ პომპეოს ვიზიტი წაადგება ქვეყნის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას

ირაკლი შალიკაშვილი 11 ნოე 2020
ყველა ღონისძიება და შეზღუდვა ემსახურება მხოლოდ ერთს – მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი, რაც შეიძლება კოვიდ 19-მა მიაყენოს მოქალაქეებს

ყველა ღონისძიება და შეზღუდვა ემსახურება მხოლოდ ერთს – მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი, რაც შეიძლება კოვიდ 19-მა მიაყენოს მოქალაქეებს

ირაკლი შალიკაშვილი 22 აპრ 2020
„ქობულეთის სპეცოპერაციას არანაირი კავშირი არ აქვს თბილისის სპეცოპერაციასთან“

„ქობულეთის სპეცოპერაციას არანაირი კავშირი არ აქვს თბილისის სპეცოპერაციასთან“

01 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge