NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

11 დეკ 2019 საზოგადოება 721 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საიტი bpn.ge აქვეყნებს წერილს: “111 ათასზე მეტ მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება”, გთავაზობთ ამონარიდს:

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუნქტით, 9,0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. მათი ცნობით, 2019 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 111 400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტით 9 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5 909 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

„საზოგადოება და ბანკების“ ცნობით, 1-ლი ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 4000-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 5713 მილიონიდან 5909 მილიონ ლარამდე. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 111 400 ხელშეკრულებიდან 30 900 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 745.51 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1-ლი ნოემბრის მდგომარეობთ 15.88% შეადგინა.

„რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1-ლი ნოემბრის მონაცემებით 41 600 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.51%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1 924.52 მილიონი ლარია.

35 200 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 2 995.54 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1 035.08 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.09%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1-ლი ნოემბრის მონაცემებით 1 960.46 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.06%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1-ლი ნოემბრის მონაცემებით 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 14.257 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.55%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2 800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 72.643 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.17%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2 606 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.32%-დან 12%-მდეა შემცირებული”,-აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

ვრცლად იხილეთ აქ

 

კომენტარები

TOP ბანკი ვალი კრედიტი 2019-12-11
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბანკი ვალი კრედიტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

What You Should Do to Find Out About Cover Letter File Name Before You’re Left Behind

შემდეგი სტატია

The Pitfall of Chemistry Online

მსგავსი სტატიები

პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფის გამოსახვას ქუთაისში აპროტესტებენ

პრეზერვატივის შეფუთვაზე თამარ მეფის გამოსახვას ქუთაისში აპროტესტებენ

სოსო ელისაშვილი 25 მარ 2018
ველისციხის ინციდენტი – გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ სამართალწარმოება შეწყვიტა, გიორგი ვაშაძეს კი ჯარიმა დააკისრა

ველისციხის ინციდენტი – გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ სამართალწარმოება შეწყვიტა, გიორგი ვაშაძეს კი ჯარიმა დააკისრა

08 თებ 2019
ზვიად დევდარიანმა „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა

ზვიად დევდარიანმა „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა

სოსო ელისაშვილი 23 მარ 2018

უახლესი ამბები

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

  • ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

    ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო

  • ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

    ელენე ხოშტარია: ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე

  • Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

    Bloomberg: საქართველოს მოსახლეობის 5%-ის სამყოფი ვაქცინის კონტრაქტი აქვს დადებული

  • ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

    ალენ დელონის ყოფილი მეუღლე, ნატალი დელონი პარიზში გარდაიცვალა

  • 34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

    34 წლის ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

  • ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

    ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ისტორიაში შევა, როგორც ახალგაზრდა ამერიკელი დიზაინერების ტრიუმფი

  • საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

    საუდის არაბეთში ააშენებენ მილიონიან ქალაქს სადაც ავტომობილები არ ივლიან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge