საიტი radiotavisupleba.ge აქვეყნებს ჟურნალისტის, პუბლიცისტისა და კრიტიკოსის გიორგი გვახარიას წერილს: “ტყუილი, სიმართლე და საქართველოს გამარჯვება ტურინში”. გთავაზობთ ამონარიდს:
“ტურინიდან თბილისში ვბრუნდებოდი, როცა შევიტყვე, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთს 4 წლით აუკრძალა დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. არადა, ერთი კვირით ადრე, სანამ აქ ფიგურულ სრიალში გრან პრის ფინალური ტურნირი დაიწყებოდა, მოსკოველი ჩინოვნიკები რუსეთის მოსალოდნელ ტრიუმფზე საუბრობდნენ. საამაყო ნამდვილად ჰქონდათ – გრან პრის ფინალში მონაწილე სპორტსმენებიდან ნახევარი რუსეთის წარმომადგენელი იყო.
იმასაც წერდნენ, რომ რუსეთს, რომელმაც ფიგურულ სრიალში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ლიდერობა კანადას და შეერთებულ შტატებს დაუთმო, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე აღარაფერი შეუშლის ხელს დაიბრუნოს პირველობა სპორტის ამ სახეობაში. მაგრამ მონაწილეობა არაფერს ნიშნავს; ფიგურული სრიალის 4 სახეობიდან ტურინში რუსეთმა მხოლოდ ქალთა შეჯიბრაბაში გაიმარჯვა, ტურნირის დასრულების შემდეგ კი გაირკვა, რომ ფიგურისტებს შეიძლება საერთოდ ჩამოერთვათ პეკინის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება.”
ვრცლად იხილეთ აქ
კომენტარები