“რატომ არ გიხარიათ, რამე რომ გადარჩა? რა არის ამაში ტრაგიკული და სენსაციური, ვერ ვგებულობ. აი, რა უნდა ვთქვა, ხე თუ გადარჩა, ხე თუ მოირწყა, ხე თუ გამრავლდა, ბალახი ამოვიდა, არ მოკვდა თუ რაღაც, რავიცი მე, როგორ გითხრათ, აბა? თუ რამე გადარჩება, კარგი გაკეთდება, ვინც არ უნდა გააკეთოს, … ნაციონალურ მოძრაობას ეკეთებინა კარგი, ვინ უშლიდა?”
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ “ველურ ბუნებასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ “გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას იყო”.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ არ წაუკითხავს.
კომენტარები