NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»„ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“ ანა დოლიძე მოძრაობა „დაიცავი შენი შვილი“–ს გამარჯვებად აფასებს

„ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგებლიანი თამაში“ ანა დოლიძე მოძრაობა „დაიცავი შენი შვილი“–ს გამარჯვებად აფასებს

09 დეკ 2019 საინტერესო 443 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კამპანია „დაიცავი შენი შვილის“ ლიდერი, ანა დოლიძე, რომელიც აზარტული თამაშების წინააღმდეგ თანამოაზრეებთან ერთად იბრძვის, ფეისბუქზე „ევროპაბეთის“ დღევანდელ ინიციატივას „პასუხისმგებლიანი თამაშის“ შესახებ ეხმაურება და კომპანიისგან აღნიშნულ ნაბიჯს მოძრაობის მიერ მიღწეულ გამარჯვებად აფასებს.
„ამას ჩვენ ვითხოვდით, იმიტომ რომ ძალიან გვჭირდება არასრულწლოვნების დაცვა ონლაინ-კაზინოებისა და სახმელეთო კაზინოებისგან. პირველი, რაც უნდა ვთქვა, რა თქმა უნდა, სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება კომპანიის მხრიდან მხოლოდ მისასალმებელია და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხალხის მობილიზების, მოთხოვნისა და ბრძოლის შედეგი, არაფერი მოიპოვება მარტივად. მეორე, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას, იმიტომ რომ დუმან უამრავი სხვა მსხვილი კომპანიები და, რაც მთავარია, დუმს სახელმწიფო. როგორ შეიძლება, რომ პარლამენტს, ხალხის მიერ არჩეულ ადამიანებს, ასწრებდეს რომელიღაც კომპანია. ეს არის სამარცხვინო ჯანდაცვის კომიტეტის და სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტებისთვის; გნათლების და ეკონომიკის კომიტეტისთვის ცალსახად. და მესამე, ჩვენ მოვახდენთ ამ დაპირებების შესრულების მონიტორინგს, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ბიზნესმა უბრალოდ გააკეთოს რაღაც განცხადება და ჩვენ ამით დავკმაყოფილდეთ და გავჩერდეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ განცხადებების შესრულება“, – აცხადებს ანა დოლიძე ფეისბუქ-მიმართვაში.
ანა დოლიძე მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდნენ კომპანია „ევროპაბეთის“ წარმომადგენლებს და გააცნონ მათ დეტალურად თავიანთი მოთხოვნები და ის ადამიანები, რომლებიც დღესაც წვალობენ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო.
აგრეთვე დოლიძე მოუწოდებს პარლამენტს, დაუყოვნებლივ განიხილოს 10 000 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია აზარტული თამაშების შეზღუდვების შესახებ. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „დაიცავი შენი შვილის“ მთავარი მოთხოვნებია რეკლამის აკრძალვა და არასრულწლოვნების დაცვა სათამაშო ბიზნესისგან.
დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე კომპანია „ევროპაბეთმა“ ახალი სციალური კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ეს არის – „პასუხისმგებლიანი თამაში“. კამპანიის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე. მან უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას.

კომენტარები

TOP 2019-12-09
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რამდენმა ადამიანმა და უწყებამ უნდა თქვას, რომ „ჩაინიკები“ არიან, რომ ბოლი გამოუშვან? – ასე დგას საკითხი

შემდეგი სტატია

ყველაზე გვიან, პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

მსგავსი სტატიები

„მალე“

28 ოქტ 2017
ნინო სურგულაძე Netflix-ისა და TNT-ს ერთობლივ სერიალში გადაიღეს

ნინო სურგულაძე Netflix-ისა და TNT-ს ერთობლივ სერიალში გადაიღეს

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018

ყველა დროის 5 საუკეთესო სამოტივაციო გამოსვლა

25 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • “ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!’

    “ქვეყანა აგრძელებს სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას და სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისაკენ. ამას წინ ვერანაირი “კარგად გადაფუთული” ტყუილები ვერ დაუდგება!’

  • ზუგდიდში გვიან ღამით მაღაზია დააყაჩაღეს

    ზუგდიდში გვიან ღამით მაღაზია დააყაჩაღეს

  • ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა  კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

    ტიბეტელი ხალხის სულიერმა ლიდერმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო

  • მამუკა მდინარაძე: გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით …

    მამუკა მდინარაძე: გა­მო­იკ­ვე­თა წი­თე­ლი პრე­სის კონ­ტუ­რე­ბი და ნიშ­ნე­ბი, სა­დაც „კა­გე­ბეშ­ნი­კუ­რი“ მე­თო­დე­ბით …

  • გიგი უგულავა: ეს პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს

    გიგი უგულავა: ეს პრემიერად წოდებული უნდა გადადგეს

  • მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ …

    მამუკა მდინარაძე: რაც შეეხება ნიკა მელიას, მარტივად შეგვიძლია ვთქვათ …

  • Stopcov.ge: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა

    Stopcov.ge: ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge